რობერტო დი მატეო მიუნხენის "ბაიერნთან" მატჩში დიდიე დროგბასა და ფერნანდო ტორესის წყვილს დაეყრდნობა

AutoSharing Option
ლონდონის" ჩელსის" მთავარი მწვრთნელი რობერტო დი მატეო მიუნხენის "ბაიერნთან" შეხვედრაში თავდასხმაში დროგბა-ტორესის  წყვილს დაეყრდნობა.

"ლურჯების" ფორვარდთა დუეტმა პრემიერლიგის ბოლო ტურში "ბლექბერნთან" თავი კარგად წარმოაჩინა. სეზონის ბოლოს დროგბამ და ტორესმა შესანიშნავ ფორმას მიაღწიეს. ასე რომ, სრულიად შესაძლებელია, "ბაიერნთან" შეხვედრაში ორივე მოთამაშე ძირითად შემადგენლობაში ვიხილოთ.

ამ გადაწყვეტილების სასიკეთოდ ისიც მეტყველებს, რომ "ჩელსის" ნახევარდაცვის ხაზი შესუსტებულია: დისკვალიფიკაციის გამო "ალიანს არენაზე" გასამართ შეხვედრას რამირესი და რაულ მეირელეში გამოტოვებენ.

"ბლექბერნთან" შეხვედრაში რამდენიმე ტაქტიკური მონახაზი მოვნიშნე, რომლებიც შესაძლოა, "ბაიერნთან" მატჩშიც გამოვიყენო. თუმცა მათი ეფექტურობის განსაზღვრა "ბლექბერნთან"
მატჩის მიხედვით რთულია. "ბაიერნი" ამ გუნდისგან ბევრად განსხვავდება", - განაცხადა "ჩელსის" თავკაცმა რობერტო დი მატეომ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული