რობერტო დი მატეო: მიუნხენში რამდენიმე რეზერვისტს წავიყვანთ

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა რობერტო დი მატეომ ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე ოთხი დღით ადრე აღნიშნა, რომ მოვლენების უარესი სცენარით განვითარებისთვის მზადაა.

შეგახსენებთ, რომ შესაძლოა, "ლურჯების" ორმა მცველმა, დავიდ ლუიზმა და გარი კეჰილმა ეს შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვოს.

"მიუნხენში ჩემპიონთა ლიგის ფინალზე რამდენიმე რეზერვისტს წავიყვანთ. უარესი სცენარისთვის მზად უნდა ვიყოთ. მაგალითად, იმისთვის, რომ კეჰილმა და ლუიზმა მოედანზე გამოსვლა ვერ შეძლონ.

რაც შეეხება "ვესტ ბრომვიჩში" ჩემს შესაძლო დაბრუნებას. ერთხელ ჩემს ყოფილ მეგობარ გოგონას დავუბრუნდი, რამაც კარგი არაფერი მომიტანა. ვფიქრობ, რომ მსგავსი ნაბიჯი  წარმატებული
არც ახლა გამოდგება", - განაცხადა დი მატეომ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული