იკერ კასილიასი: დისკვალიფიკაციებმა უფრო მეტად ლონდონის "ჩელსი" დაასუსტა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" გოლკიპერი იკერ კასილიასი მიიჩნევს, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში მიუნხენის "ბაიერნის" შანსები უფრო მაღალია, ვიდრე ლონდონის "ჩელსის".

შეგახსენებთ, რომ მადრიდის "რეალი" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მიუნხენის "ბაიერნთან" ორი მატჩის ჯამში დამარცხდა.

მიუნხენის ფინალში ბარათების სიმრავლის გამო "ლურჯების" ერთბაშად ოთხი ძირითადი შემადგენლობის მოთამაშე: მეირელეში, ბრანისლავ ივანოვიჩი, რამირესი და ჯონ ტერი ვერ ითამაშებენ, რომელმაც "ბარსელონასთან" მეორე მატჩში წითელი ბარათი მიიღო.

"ბაიერნი" ტურნირის გადამწყვეტ შეხვედრაში ჰოლგერ ბადშტუბერს, ლუის გუსტავოს და დავიდ ალაბას ვერ დაეყრდნობა.

"ორივე გუნდმა ფინალში გააღწია და საოცარი ფეხბურთი აჩვენა, თუმცა
დისკვალიფიკაციებმა უფრო მეტად "ჩელსი" დააზარალა", - თქვა "სამეფო კლუბის" 30 წლის მეკარემ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული