"ძალიან რთული იქნება. "ბაიერნი" თავისთავად ძლიერი გუნდია და ამას ისიც ემატება, რომ გერმანელები საკუთარ მოედანზე ითამაშებენ. ამასთან, ჩვენ ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელები ტერი, რაულ მეირელეში, რამირესი და ივანოვიჩი გვყავს დისკვალიფიცირებული. თუ მოვიგებთ, ეს გამარჯვება ორმაგად ფასეული იქნება.
კარგია, რომ ფინალისთვის გამოჯანმრთელება მოვასწარი. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მუხლჩაუხრელად ვშრომობდი, დილით, დღისით და საღამოს, რადგან "ბაიერნთან" თამაში ძალიან მინდოდა. მიუნხენში მხარს არა მხოლოდ გულშემატკივრები, არამედ მშობლებიც დამიჭერენ.
მარიო გომესი? მის წინააღმდეგ მითამაშია,