შეგახსენებთ, რომ ორი წლის წინ გადამწყვეტ მატჩში მიუნხენელები "ინტერთან" დამარცხდნენ.
"ეს ჩემთვის ცხოვრების მატჩია. ასეთი შანსი შესაძლოა, მთელ კარიერაში ერთხელ მოგეცეს. ორი წლის წინ ფინალში უკვე დავმარცხდით, მაგრამ ბედმა მეორე შანსი გვაჩუქა.
მიმდინარე სეზონში ევროპას უკვე დავუმტკიცეთ, რომ ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ვართ. იმედია, 19 მაისს შეგვეძლება ვთქვათ, რომ "ბაიერნი" საუკეთესოა", - განაცხადა რობენმა.