"ეს ფეხბურთია, მსგავსი რამ წარსულშიც ყველას უნახავს. ყოველთვის ის ვერ იგებს, ვინც საუკეთესოა. ახლაც ეს განმეორდა: ფინალი საუკეთესო გუნდმა ვერ მოიგო.
როდესაც საკუთარი ფანების თვალწინ მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე გოლი გაგაქვს, შემდეგ კი ხედავ, როგორ ზეიმობს "ჩელსი", ხვდები, რომ ფინალი მოვლენებით აღსავსე იყო.
ძნელია საჭირო სიტყვები იპოვო, მაგრამ ცხოვრება ფეხბურთით არ მთავრდება", - განაცხადა თომას მიულერმა.