ფინალის გმირმა თავისი კლუბის ისტორიული გამარჯვება შეაფასა:
"ეს ჩემი სამუშაოა, რომელსაც უკვე წლებია ვასრულებ. ეს ჩვენი სულია, "ჩელსის" სული.
უკვე რვა წელია აქ ვიმყოფები, მაგრამ პირველივე რამდენიმე დღის შემდეგ კლუბის ატმოსფეროს ბოლომდე შევეწყვე. როდესაც "ჩელსიში" თამაშობ, ყოველთვის ბოლომდე მიდიხარ.
ვცდილობთ, ეს სული ახალ და ახალგაზრდა მოთამაშეებს გადავცეთ. ეს საღამო ჩვენთვის ყველასთვის დაუვიწყარია", - განაცხადა დროგბამ.
მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით