რაფაელ ბენიტესი: ლონდონის "ჩელსის" "ქურქშიც" ვყოფილვარ და მიუნხენის "ბაიერნისაც"

AutoSharing Option
ცნობილმა ესპანელმა საფეხბურთო სპეციალისტმა რაფაელ ბენიტესმა ჩემპიონთა ლიგის 2011/12 წლის სეზონის ფინალური მატჩის შესახებ ისაუბრა, რომელშიც ლონდონურმა კლუბმა მიუნხენის "ბაიერნი" მატჩისშემდგომ პენალტების სერიაში დაამარცხა.

"ფეხბურთი არაპროგნოზირებადია. იყო დრო, როდესაც "ჩელსი" ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარ პრეტენდენტად მიიჩნეოდა, მაგრამ ვერ მოიგო. სამაგიეროდ მოიგო ახლა, როდესაც გუნდისგან ამას თითქმის არავინ ელოდა.

ვულოცავ რობერტო დი მატეოს, რომელმაც ასეთი წარმატების მიღწევა შეძლო, მაშინ როდესაც გუნდის მართვის სადავეები სეზონის მიმდინარეობისას აიღო. ყველა იმ ადამიანსაც ვულოცავ, ვინც "ჩელსის" გამარჯვებასთანაა დაკავშირებული.

ამავე დროს, მინდა ევროპული ფეხბურთის გრანდის, მიუნხენის
"ბაიერნის" ფეხბურთელებს, სამწვრთნელო შტაბს, ხელმძღვანელებს და გულშემატკივრებს ვუთანაგრძნო.

ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ჩემპიონთა ლიგის ფინალი კიდევაც მომიგია და კიდევაც წამიგია. ამიტომ მშვენივრად მესმის, რას გრძნობენ ახლა "ჩელსი" და "ბაიერნი", რადგან ერთის "ქურქშიც" ვყოფილვარ და მეორისაც", - განაცხადა ბენიტესმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული