შეგახსენებთ, რომ ინგლისელი ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის ნახერფინალში მოედნიდან გააძევეს, მან კატალონიის "ბარსელონას" ფორვარდ ალექსის სანჩესს მუხლი ჩაარტყა.
ტერიმ ჩემპიონთა ლიგის ფინალი გამოტოვა, თუმცა უეფამ გადაწყვიტა მას კიდევ ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯოს.
გამომდინარე აქედან, ტერი ევროპის სუპერთასის მატჩს გამოტოვებს, სადაც "ჩელსი" მადრიდის "ატლეტიკოს" დაუპირისპირდება და ასევე ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონის პირველ შეხვედრას.
ლონდონელებს აპელაციის შესატანად სამი დღე აქვთ.
მომზადებულია BBC-ის მიხედვით