მალტის ჩემპიონმა "ვალეტამ" ანდორული "ლუზიტანსი" 8:0 გაანადგურა. აქ კი ჩვენი ნაკრებისთვის ავად ნაცნობი მაიკლ მიფსუდი უნდა ვახსენოთ. 31 წლის ფორვარდმა ანდორელი მოყვარულების კარში პოკერი შეასრულა. ასევე, ყველაფერი გადაწყდა "დუდელანჟისა" და "ტრე პენეს" მატჩშიც - 7:0.
სან მარინოელთათვის ლუქსემბურგული კლუბი გრანდის ტოლფასი აღმოჩნდა. სხვათა შორის, დიდიე ფილიპსის გუნდმა 7-დან 5 გოლი
აი, ჩრდილოირლანდიური "ლინფილდისა" და ფარერული "ტორსჰავნის" დაპირისპირებაში ყველაფერი 10 ივლისს კუნძულებზე გადაწყდება. პირველი მატჩი 0:0 მორჩა. ირლანდიელთა უპირატესობა გოლებში სტუმარი მეკარის, მეინჰარდტ იოენსენის ყოჩაღობის წყალობით არ აისახა.
ევროპალიგაც დაიწყო
გაიმართა ევროპალიგის I საკვალიფიკაციო ეტაპის ორი მატჩიც (დანარჩენი წყვილები დღეს ითამაშებენ). ბელარუსის "გომელმა" სტუმრად 6:0 გაანადგურა ფარერების "ვიკინგური".
აღსანიშნავია, ალიაქსანდრ ჰლების ძმის, ვიაჩესლავის დუბლი. მაკედონიურმა "შკიონდიამ" კი შინ ვერაფერი მოუხერხა ჩრდილოირლანდიურ "პორტდაუნს" - 0:0.
ჩემპიონთა ლიგა. I საკვალიფიკაციო ეტაპი
ლინფილდი (ჩრდ. ირლანდია)-ტორსჰავნი (ფარერები) 0:0
დუდელანჟი (ლუქსემბურგი)-ტრე პენე (სან მარინო) 7:0
გოლები: 1:0 მელისე (25), 2:0 ბენზუიენი (29), 3:0 ლეგროსი (47), 4:0 ჟოაკიმი (51), 5:0 ბენზუიენი (53), 6:0 დ'ორსი (78 ს.კ.), 7:0 ჟოაკიმი (93)
ვალეტა (მალტა)-ლუზიტანსი (ანდორა) 8:0
გოლები: 1:0 ჯ. კარუნა (4), 2:0 მიფსუდი (10), 3:0 ჯონათანი (17), 4:0 მიფსუდი (18), 5:0 ჯონათანი (28), 6:0 მიფსუდი (45), 7:0 მიფსუდი (70), 8:0 ე. აგიუსი (72)
ევროპალიგა. I საკვალიფიკაციო ეტაპი
ვიკინგური (ფარერები)-გომელი (ბელარუსი) 0:6
გოლები: 0:1 ვ. ჰლები (53), 0:2 ვ. ჰლები (55), 0:3 ვორონკოვი (57), 0:4 ალექსიევიჩი (58), 0:5 კაშევსკი (69), 0:6 ლევიცკი (80)
შკიონდია (მაკედონია)-პორტდაუნი (ჩრდ. ირლანდია) 0:0
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"