ზესტაფონელები მოედანზე შემდეგი შემადგენლობით გამოვიდნენ: კვასხვაძე, ღონღაძე, საჯაია, კობახიძე, ელიავა, გორგიაშვილი, შარიქაძე, მენთეშაშვილი, აფციაური, დვალი, ოვონიკოკო.
ბაქოში, "დალღა არენაზე" გამართული შეხვედრის პირველი 45 წუთის შემდეგ "ნეფთჩი" უკვე ანგარიშით 2:0-ს იგებდა. იმამვერდიევმა და ვობაიმ "ზესტაფონის" მცველების უგერგილობით ისარგებლეს და ორწუთიანი ინტერვალით, 22-ე და 24-ე წუთებზე სტუმრების კარში ორი გოლი გაიტანეს.
მეორე ტაიმში საკუთარ საჯარიმოში "ზესტაფონის" მცველმა კობახიძემ უხეში შეცდომა დაუშვა, როდესაც მეკარისთვის თავით ბურთის
საპასუხო შეხვედრა ზესტაფონში ერთი კვირის შემდეგ, 24 ივლისს გაიმართება. გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდებს შემდეგ ეტაპზე გასვლა ძალზე გაუჭირდებათ.