უმალავენ თუ არა ანანიძეს ევროპას?

AutoSharing Option

ფავორიტებმა აუტსაიდერებს უბრაგუნეს


წუხელ ჩემპიონთა ლიგის 4 ჯგუფში მე-2 ტურის მატჩები გაიმართა და ერთბაშად ექვსმა გუნდმა დააგროვა 6-6 ქულა. უმეტეს შეხვედრებში ფავორიტებმა დაგეგმილი ქულები მოიპოვეს, ზოგან კი უკვე ჯგუფური ეტაპიდან გამსვლელთა ვინაობაც გამოიკვეთა. აუტსაიდერები ფავორიტებს ტოლს ვერ უდებენ. 2 ტურის შემდეგ 6-6 ქულა დააგროვეს ესპანურმა "რეალმა", ინგლისურმა "ჩელსიმ" და "არსენალმა", უკრაინულმა "შახტარმა", რუსულმა "სპარტაკმა" და გერმანულმა "ბაიერნმა".


ჟოზე მოურინიოს "რეალი" საფრანგეთს სტუმრობდა. მეორე ტაიმში პეპემ კინაღამ დაღუპა "სამეფო კლუბი", როცა თავით საკუთარ კარში გადაგზავნა ბურთი - "რეალი" ძელმა იხსნა. სწორედ

ეს ჩათვალა მასპინძელთა მწვრთნელმა ჟან ფერნანდესმა გადამწყვეტ მომენტად - გოლი, რომ გასულიყო, "რეალს" კუდით ქვას ვასროლინებდითო. მალევე, შეცვლაზე შესულმა ანხელ დი მარიამ მატჩის ერთადერთი გოლი გაიტანა. "ფრანგული კლუბების წინააღმდეგ სტუმრად თამაში ყოველთვის ჭირს, "ოსერი" კარგად ორგანიზებული გუნდია და ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა ჩვენთან თამაშში. ჩვენი გეგმა იყო პირველ ორ თამაშში 6 ქულის მოპოვება და ეს შევასრულეთ. კიდევ უფრო გავიხარე, როცა "აიაქსისა" და "მილანის" ანგარიში გავიგე - ეს საქმეს ძალიან გაგვიიოლებს", - განაცხადა მოურინიომ.
პორტუგალიელის გასახარად, ამსტერდამში 1995 წლის ფინალის ("აიაქსი"-"მილანი" 1:0) ორივე მონაწილემ ქულები დაკარგა. ორივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა. ჯერ ჰოლანდიელები დაწინაურდნენ, როცა 23-ე წუთზე სუარესმა ფეხებშუა გაუძვრინა ნესტას ბურთი და შემდეგ  მუნირ ელ ჰამდაუი მოძებნა - ასე გაიხსნა ანგარიში, მაგრამ ფორმაში შესულმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გაათანაბრა და თავის ახალ გუნდს ყოფილთან ქულა მოუპოვა - 1:1.

მოსკოვში ამაოდ ველოდით ჯანო ანანიძის დებიუტს ჩემპიონთა ლიგაზე. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ქართველს ევროპულ პუბლიკას განზრახ უმალავენ, თორემ რუსთა "სახალხო გუნდს" არაფერი უჭირდა მოედანზე და შეიძლებოდა ნიჭიერი ახალგაზრდისთვის შანსის მიცემა. "სპარტაკმა" სლოვაკური "ჟილინას" წინააღმდეგობა იოლად დაძლია - 3:0.
მიუნხენის "ბაიერნმა" ბასტიან შვაინშტაიგერის მოწადინებით სათავისოდ დაატრიალა "ბაზელთან" მატჩის ბედის ბორბალი. შვეიცარიელები ალექსანდერ ფრაის გოლით 56-ე წუთამდე იგებდნენ. შემდეგ თომას მიულერი საჯარიმოში ბენიამინ ჰუგელმა მოცელა და "შვაინიმ" პენალტით ანგარიში გაათანაბრა. მატჩის ბოლოსწინა წუთზე კი პრანიჩის საჯარიმოს კვლავ შვაინშტაიგერის მეორე და გადამწყვეტი გოლი მოჰყვა - 1:2.

ინგლისურმა კლუბებმა ჩემპიონთა ლიგა საცდელ-სავარჯიშო პოლიგონად აქციეს - "ჩელსიც" და "არსენალიც", რბილად რომ ვთქვათ, შესუსტებული შემადგენლობებით გამოვიდნენ მეორე ტურში, მაგრამ მიზანი ამართლებს საშუალებას - ფაქტია, ორივემ უპრობლემოდ მოიგო. "ჩელსიმ" პირველ ტაიმშივე გაუტანა "მარსელს" 2 უპასუხო გოლი, ხოლო "არსენალმა" "პარტიზანს" სტუმრად 3:1 სძლია მატჩში, რომელშიც 3 პენალტი დაინიშნა...

საბრალო "ბრაგას" კი, ვისაც არ ეზარება, ყველა უბრაგუნებს. აგერ, "შახტარმა" სტუმრად 3:0 მოუგო. პორტუგალიელებმა 2 თამაშში 9 ბურთი გაუშვეს და ერთიც ვერ გაიტანეს. არა გვგონია, "სევილიას", რომელიც სწორედ "ბრაგამ" გააგდო გათამაშებიდან, ასე ცუდად ეთამაშა...


ჩემპიონთა ლიგა. II ტური
E ჯგუფი

რომა-კლუჟი 2:1
რომა (4-4-2): ლობონტი - სისინიო (64. კასეტი), მექსე, ბურდისო, კასტელინი - მენესი (46. ადრიანო), პისარო, დე როსი, პეროტა - ტოტი, ვუჩინიჩი (64. ბორიელო).
კლუჟი (4-4-2): ნ. კლარო - პანინი, ალკანტარა, კადუ, რადა - დიკა, კივუვუ, ედიმარი (68. კონე), კულიო - ორა (76. დე ზერბი), ტრაორე (82. ბიელანოვიჩი).
გოლები: 1:0 მექსე (69), 2:0 ბორიელო (71), 2:1 რადა (78)
მაყურებელი: 30 252
არბიტრი: იონას ერიკსონი (---)

ბაზელი-ბაიერნი 1:2
ბაზელი (4-4-2): კოსტანსო - ინკოომი, აბრაამი, ფერატი, საფარი - შაქირი (80. ჩიპერფილდი), იაპი (91. ალმერარესი), ჰუგელი (87. კაბრალი), სტოკერი - ფრაი, შტრელერი.
ბაიერნი (4-2-3-1): ბუტი - ლამი, ვან ბუიტენი, ბადშტუბერი, პრანიჩი - ვან ბომელი, შვაინშტაიგერი - ალთინტოპი (46. გომესი), მიულერი, კროოსი (56. ოლიჩი) - კლოზე (77. ტიმოშჩუკი).
გოლები: 1:0 ფრაი (18), 1:1 შვაინშტაიგერი (56-პენ), შვაინშტაიგერი (89)
მაყურებელი: 37 500
არბიტრი: კრეიგ ტომსონი (---)

თ მ ფ წ ბ ქ
1. ბაიერნი 2 2 0 0 4-1 6
2. რომა 2 1 0 1 2-3 3
3. კლუჟი 2 1 0 1 3-3 3
4. ბაზელი 2 0 0 2 2-4 0


F ჯგუფი


სპარტაკი-ჟილინა 3:0
სპარტაკი (4-4-1-1): დიკანი - პარშივიუკი, სუჩი, პარეხა, მაკეევი - მაკგიდი, შეშუკოვი (90. საბიტოვი), არი, კამბაროვი (84. მაიდანა) - ალექსი - ველიტონი (67. იბსონი).
ჟილინია (4-4-1-1): დუბრავკა - გულდანი, პიაჩეკი, შოურეკი, მრაზი - რილკე (65. ვლადავიჩი), პეჩალკა (46. სისეი), ვიტორი, მაიტანი (82. ანგელოვიჩი) - იეჟი - ორავეცი. 
გოლები: 1:0 არი (34), 2:0 არი (61), 3:0 იბსონი (89)
მაყურებელი: 37 000
არბიტრი: მარტინ ჰანსონი (შვედეთი)

ჩელსი-მარსელი 2:0
ჩელსი (4-3-3): ჩეხი - ივანოვიჩი, ტერი, ალექსი, ე. კოული - ესიენი, მიკელი (88. მაკიჩრენი), ჟირკოვი (73. სტარიჯი) - კაკუტა (62. რამირესი), ანელკა, მალუდა.
მარსელი (4-3-3): მანდანდა - კაბორე, დიავარა, მბია, ჰაინცე - ლ. გონსალესი, შეირუ (59. ა. აეუ), სისე - რემი, ჟინიაკი (59. ვალბუენა), ბრანდაო. 
გოლები: 1:0 ტერი (7), 2:0 ანელკა (28-პენ)
მაყურებელი: 40 675
არბიტრი: ფრანკ დე ბლეეკერე (ბელგია)
თ მ ფ წ ბ ქ
1. ჩელსი 2 2 0 0 6-1 6
2. სპარტაკი 2 2 0 0 4-0 6
3. მარსელი 2 0 0 2 0-3 0
4. ჟილინა 2 0 0 2 1-7 0

G ჯგუფი

ოსერი-რეალი 0:1
ოსერი (4-4-1-1): სორენი - ენგბარი, კულიბალი, გრიხტინგი, დუდკა - კონტუტი (46. იელენი), პედრეტი, ნდინგა, ლანჟილი (78. ტრაორე) - შაფნი (88. კუერსია) - ოლიეჩი.
რეალი (4-2-1-2-1): კასილიასი - არბელოა, პეპე, ს. რამოსი, მარსელო - ხედირა, ლ. დიარა (74. დი მარია) - ჩაბი ალონსო - იგუაინი (86. მ. დიარა), რონალდო - ბენზემა (58. იოზილი).
გოლი: 0:1 დი მარია (81)
მაყურებელი: 19 525
არბიტრი: კლაუს ბო ლარსენი (---)

აიაქსი-მილანი 1:1
აიაქსი (4-3-3): სტეკელენბურგი - ვან დერ ვილი, ვერტონგენი, ალდერვაირელდი, ანიტა (38. სულეიმანი) - ენო, დე იონგი, დე ზეუ (79. ლინდგრენი) - სუარესი, ელ ჰამდაუი, ემანუელსონი.
მილანი (4-3-3): აბიატი - ძამბროტა, ნესტა, ტიაგო სილვა, ანტონი - გატუზო, პირლო, ფლამინი (52. ბოატენგი) - რობინიო (85. ინძაგი), ზეედორფი (85. აბატე), იბრაჰიმოვიჩი.
გოლები: 1:0 ელ ჰამდაუი (23), 1:1 იბრაჰიმოვიჩი (37)
მაყურებელი: 51 276
არბიტრი: ფელიქს ბრიხი (---)

თ მ ფ წ ბ ქ
1. რეალი 2 2 0 0 3-0 6
2. მილანი 2 1 1 0 3-1 4
3. აიაქსი 2 0 1 1 1-3 1
4. ოსერი 2 0 0 2 0-3 0

H ჯგუფი

ბრაგა-შახტარი 0:3
ბრაგა (4-2-3-1): ფელიპე - მ. გარსია, როდრიგესი (36. პაულაუ), მოიზესი, სილვიო - ვანდინიო (74. მოსორო), სალინო (55. ლიმა) - ალანი, აგიარი, პ. სეზარი - მატეუში.
შახტარი (4-2-3-1): პიატოვი - სრნა, კუჩერი, რაკიცკი, რაცი - ჰუბშმანი (79. ვიცენეჩი), გაი (66. ჟადსონი) - კოშტა, მხითარიანი, ვილიანი - ლუიზ ადრიანო (75. ედუარდო).
გოლები: 0:1 ადრიანო (56), 0:2 ადრიანო (72), 0:3 კოშტა (92-პენ)
მაყურებელი: 12 083
არბიტრი: კევინ ბლომი (---)

პარტიზანი-არსენალი 1:3
პარტიზანი (4-4-2): სტოიკოვიჩი - სტევანოვიჩი, მ. იოვანოვიჩი, კრსტაიჩი, ლაზევსკი - ტომიჩი (59. სავიჩი), მედო, პეტროვიჩი (69. სმილიანიჩი), ს. ილიჩი - ბოია (84. ილიევი), კლეო.
არსენალი (4-4-1-1: ფაბიანსკი - სანია, ჯორუ, სკილაჩი, გიბსი - როსიცკი, დენილსონი, სონგი, არშავინი (83. კლიში) - უილშერი (74. ნასრი) - შამახი (75. ველა).
გოლები: 0:1 არშავინი (15), 1:1 კლეო (33-პენ), 1:2 შამახი (71), 1:3 სკილაჩი (82)
მაყურებელი: 29 348
არბიტრი: ვოლფგანგ სტარკი (გერმანია)

თ მ ფ წ ბ ქ
1. არსენალი 2 2 0 0 9-1 6
2. შახტარი 2 2 0 0 4-0 6
3. პარტიზანი 2 0 0 2 1-4 0
4. ბრაგა 2 0 0 2 0-9 0


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

 

მკითხველის კომენტარები / 3 /
აბა რა ეგონა იმ ხალხს მხარს რომ უჭერდა ანანიძე ჯერ სპარტაკში დარჩესო,დარჩება და გააფუჭებენ,არ ენანებათ ფული ამისთვის რუსებს,მაგათ ჯკარგად ახსოვთ როგორ გაუტანა გოლი ასათიანმა რუსეთს,სასწრაფოდ უნდა გდავაიდეს თორემ გაფუჭდება რა.ზამენაზე არსენალშიც იჯდება რა გასნხვავებაა.არ გადავა და თავის პოტენციალს შეალევს რუსეთის ჩემპიონატს ისევე როგორც ასათიანმა ქნა ,არადა შეუძლია ტამაში რა,ყველაფერს რომ თავი დაანებო გადასახადს იხდი ბიუჯეტში,და მაგ ბიუჯეტიდან მერე ჩვენს ქვეყანას გვართმევენ,უმაგისოდაც არ გაღარიბდებიან მარა ღირსების ამბავია.
tbiliseli
10:12 29-09-2010
0
tbiliseli ანანიძე ვის მაგივრად უნდა დაეყენებინა მაკგიდის ჯობია ველიტონს თუ არის?გადავიდესო რო იძახით არ არი ეგეთი ადვილი ინგლისში ეს ვერ გადავა ჯერ არ მისცემენ ვიზას,იტალიაში და ესპანეთში კიდე შეიძლება,მარა არა მგონია რიგი ედგას,10 წელია წერენ გაზეთები ჯერარდი რეალში გადავაო მაგრამ არსად რო არ არის წამსვლელი ეგ ყველამ ვიცით,გაზეთებში ბევრი რამე იწერება.ან კიდე კითხე აბა თვითონ უნდა თუ არა გადასვლა,სპარტაკში რო აქვს ხელფასი 17 წლის ბიჭს სხვაგან მაგდენს არავინ მისცემს.სპარტაკს ამის გაფუჭება რო ნდომოდა ჯერ არ იყიდიდა საერთოდ,ან თუ იყიდიდა არცერთ თამაშში არ დააყენებდნენ ძირითად სასტავში და იქნებოდა რეზერვებში.ეგეთი ადვილი რო იყოს ქართველებისთვის იტალიაში,ესპანეთში და მითუმეტეს ინგლისში წასვლა დღეისთვის 5-6ჯერ მაინც ვიქნებოდით ევროპაზე ან მსოფლიოზე გასული,ძაან ბევრი ნიჭიერი იგროკი დაიკარგა მაგის გამო და სანამ ევროკავშირში არ შევალთ და ვიზების პრობლემა იქნება კიდევ ბევრს დავკარგავთ საუბედუროდ
123456
13:48 29-09-2010
0

სიახლეები პოპულარული