ჩემპიონთა ლიგა. პლეი ოფი: იტალიელები ისევ მშრალზე დარჩნენ

AutoSharing Option
ბატე-მ პირველ შეხვედრაში კომფორტული უპირატესობა მოიპოვა და შეეძლო ისრაელში აღარ გაერისკა. სტუმრები დაცვაზე მეტისმეტად იყვნენ კონცენტრირებულნი.

მასპინძელს პირიქით, პირველი შეხვედრიდან გამომდინარე უნდა შეეტია.

უტევდა კიდეც, მაგრამ თამაშიდან მეტოქეს ვერაფერი დააკლო. ლასლო ლენჩემ გოლი სტანდარტულიდან შეაგდო. შეტევები ბოლო წამებამდე გრძელდებოდა. მისდა სამწუხაროდ, “შმონამ” ამ შეხვედრის მოგებაც ვერ შეძლო. გოლი ბოლო წამებზე გაუშვა.

გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ესპანური “მალაგა”, რომელსაც სეზონის დაწყებამდე უმძიმესი ფინანსური პრობლემების გამო ლიდერთა მთელ ჯგუფთან მოუხდა დამშვიდობება, “პანათინაიკოსთან” შეხვედრაში საკუთარი არსებობის უფლებისთვის იბრძოდა.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე
კუთვნილი შემოსავალი კლუბს გარკვეული ხნით მაინც მისცემს ამოსუნთქვის უფლებას. მანუელ პელეგრინის გუნდმა დამსახურებულად მოიპოვა საგზური.

ხორვატულმა “დინამომ” სლოვენიური “მარიბორი” ორივე შეხვედრაში დაამარცხა. არადა, ზაგრებული მატჩის შემდეგ პირველებს თითქოს ფეხის დაცდენამდე არაფერი აკლდათ. ახალგაზრდა და გამოცდილი ფეხბურთელებით შეკრული “დინამო”, ალბათ, არც ჯგუფში იქნება ვინმესთვის დიდი საჩუქარი.

“ანდერლეხტი” ევროთასებზე ისტორიაში მეოთხედ შეერკინა კვიპროსულ გუნდს და მეოთხედვე დაამარცხა. ჯონ ვან დენ ბრომის შეგირდებს გაუჭირდათ გატანა. პირველად მათ ეს 81-ე წუთზე გააკეთეს. საბოლოო ანგარიში კი საფინალო სასტვენამდე ერთი წუთით ადრე დააფიქსირეს.

რაც შეეხება “უდინეზესა” და “ბრაგას” დაპირისპირებას, პორტუგალიელებმა პენალტებით იმარჯვეს. 28 აგვისტოს გადამწყვეტი გოლიც და პენალტიც შეცვლაზე შესულმა რუბენ მიკაელმა გაიტანა.

28.08. ჩემპიონთა ლიგა. პლეი ოფი. საპასუხო მატჩები
ანდერლეხტი-აელ 2:0
პირველი მატჩი: 1:2
ანდერლეხტი (4-1-3-2): პროტო - დეშახტი, კუიატე, ვასილევსკი, ოდოი (იურაში 80) - ბილია - კანუ, კლიესტანი, ჟილე (ბრუნო 74) - დე სუტერი (იაკოვენკო 65), მბოკანი
აელ (4-2-3-1): დეგრა - აიროსა, უონი, ჟუნიორი, კარლიტოსი - ნიკოლაუ, დედე - ლორენსუ (ჟილბერტო 37), მიგელი (მაიკონი 79), ედმარი (დიკსონი 62) - ვუჰო
გოლები: 1:0 მბოკანი (81), 2:0 იაკოვენკო (89)
გაფრთხილება: ჟილე, ბილია, იაკოვენკო, კლიესტანი - დეგრა, აიროსა, დედე

შმონა-ბატე 1:1
პირველი მატჩი: 0:2
შმონა (4-3-3): ამოსი - ლევი, ცედეკი, ჰასარმა, გაბაი - როშე (ბადაში 55), გაზალი, ტასევსკი (ელიშა 63) - სალაიკი (აბედი 61), ლენჩე, აბიჰაზირა
ბატე (4-3-1-2): გორბუნოვი - პოლიაკოვი, რადკოვი, შიმიჩი, ბორდაჩოვი - ვოლოდკო, ლიხტაროვიჩი (იურევიჩი 60), სივაკოვი (ოლეხნოვიჩი 83) - ჰლები (პავლოვი 62) - როდიონოვი, მოზოლევსკი
გოლები: 1:0 ლენჩე (67), 1:1 პავლოვი (90+3)
გაფრთხილება: ცედეკი, ჰასარმა, ტასევსკი, ელიშა, აბედი, ბადაში - შიმიჩი, პოლიაკოვი

მარიბორი-დინამო (ზ) 0:1
პირველი მატჩი: 1:2
მარიბორი (4-4-1-1): ჰანდანოვიჩი - მეიაჩი (კომაზეცი 70), არგუსი, რაიჩევიჩი, მილეცი - იბრაიმი, მერტელი, ფილიპოვიჩი (მეზგა 46), ცვიანოვიჩი - ტავარესი - ბერიჩი
დინამო (4-4-1-1): კელავა - ვიდა, ტონელი, შიმუნიჩი, პივარიჩი - იბანიესი, ბადელი, ადემი (კალელიო 46), კოპი - სამირი (კრსტანოვიჩი 83) - ბეჩირაი (ლეკო 46)
გოლი: 0:1 ტონელი (12)
გაფრთხილება: ჰანდანოვიჩი, ტავარესი - ადემი, ბადელი, ვიდა
გაძევება: არგუსი (85)

პანათინაიკოსი-მალაგა 0:0
პირველი მატჩი: 0:2
პანათინაიკოსი (4-3-3): კარცენისი - სპიროპულოსი, პინტუ, ველასკესი, ვინტრა - ზეკა (მავრიასი 67), ვიტოლო, კაცურანისი (მარინოსი 71) - სისოკო, ფორნაროლი (ტოჩე 73), ხრისტოდულოპულოსი
მალაგა (4-4-2): კაბალიერო - გამესი, დემიკელისი, ველიგტონი, მონრეალი - ელიზეუ (დუდა 88), ტულალანი, კამაჩო, სანჩესი (პორტილიო 90) - ოლინგა (ხუანმი 63), ისკო
გაფრთხილება: კაცურანისი, ვიტოლო, მარინოსი - ველიგტონი, კაბალიერო

უდინეზე-ბრაგა 1:1 (პენ. 4:5)
პირველი მატჩი: 1:1
უდინეზე (3-5-2): ბრკიჩი - დომიცი, დანილო, ბენატია - არმერო, პერეირა (პასკუალე 68), ვილიანსი (აგიემანგი 46), პინცი, ბასტა - დი ნატალე, ფაბრინი (მაიკოსუელი 81)
ბრაგა (4-2-3-1): ბეტუ - სალინო, დუგლაო, ვინისიუსი, ისმაილი - კუშტოდიუ, ვიანა - ალანი (სეზარი 94), ამორიმი (რუბენი 60), მოსორო (ედერი 107) - ლიმა
გოლები: 1:0 არმერო (25), 1:1 რუბენი (72)
პენ: 1:0 დომიცი; 1:1 ლიმა, 2:1 პინცი; 2:2 კუშტოდიუ; 2:2 მაიკოსუელი (აუღო), 2:3 ედერი, 3:3 არმერო, 3:4 სეზარი; 4:4 დი ნატალე; 4:5 რუბენი
გაფრთხილება: პინცი, დი ნატალე - მოსორო

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული