E ჯგუფი
ჩელსი-იუვენტუსი 22:45
სავარაუდო შემადგენლობები:
ჩელსი (4-3-3): ჩეხი - ივანოვიჩი, კეჰილი, ტერი, ე. კოული - რამირესი, მიკელი, ლემპარდი - აზარი, ტორესი, მატა.
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - ბარძალი, ბონუჩი, კიელინი - ლიხტშტაინერი, ვიდალი, პირლო, მარკიზიო, ასამოა - ჯოვინკო, ვუჩინიჩი.
არბიტრი: პედრო პროენშა (პორტუგალია)
ოთხშაბათის ტოპ-მატჩი "სტემფორდ ბრიჯზე" გაიმართება: ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული "ჩელსი" იტალიის ჩემპიონ "იუვენტუსს" მასპინძლობს.
ლონდონელებმა სეზონი კარგად დაიწყეს: ოთხი ტურის შემდეგ პრემიერლიგის სატურნირო ცხრილს სათავეში უდგანან, რაც კიდევ ერთი
იტალიელ სპეციალისტს ხუან მატა გამოუჯანმრთელდა და ეს უკანასკნელი "იუვესთან", სავარაუდოდ, ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს.
რაც შეეხება იტალიის უძლეველ ჩემპიონს: ტურინელები ევროპის ელიტას ორწლიანი პაუზის შემდეგ უბრუნდებიან, რაც მათ ჩემპიონთა ლიგაში კარგ გამოსვლას ავალდებულებს. თანაც, საფეხბურთო იტალიას "მილანის" იმედი ნაკლებად აქვს და თამამად შეიძლება ითქვას, რომ სერია A-ს პრესტიჟის დაცვა, პირველ რიგში, სწორედ "ბებერ ქალბატონს" ევალება.
ექსპერტების საკმაოდ დიდი ნაწილის აზრით, ანტონიო კონტეს ფორმაციის "იუვე" ძველ "იუვეს" ჰგავს - გუნდს, რომელსაც აქვს იმის პოტენციალი, რომ ევროპაში ძველებურად დაიქუხოს. საჩემპიონო სეზონში ტურინელებმა არცერთი მატჩი არ წააგეს და ამ სეზონშიც ასპროცენტიანი შედეგით (3 მოგება 3 ტურის შემდეგ) იწონებენ თავს.
აქვე ვთქვათ, რომ კონტეს დისკვალიფიკაცია ჩემპიონთა ლიგაშიც ვრცელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სათადარიგოთა სკამიდან "იუვენტუსს" ანტონიოს ასისტენტი მასიმო კარერა უხელმძღვანელებს.
ფაქტია, რომ კონტეს არყოფნა ტურინულ გრანდს ჯერ არ დასტყობია. ტურინელებს ბრაზილიელი მცველი ლუსიო ჰყავთ დაშავებული.
* * *
შახტარი-ნორდსიელანდი 22:45
სავარაუდო შემადგენლობები:
შახტარი (4-2-3-1): პიატოვი - სრნა, ჩიგრინსკი, რაკიცკი, რაცი - სტეპანენკო, ფერნანდინიო - ვილიანი, ალექს ტეიშეირა, დუგლას კოშტა - მხითარიანი.
ნორდსიელანდი (4-3-3): ჰანსენი - მტილიგა, ოკორე, რუნიე, პარხურსტი - სტოკჰოლმი, ადუ, კრისტენსენი - ლორენტზენი, მეკმანი, იონი.
არბიტრი: პაველ ჟილი (პოლონეთი)
ჯგუფის მეორე მატჩი "ჩელსი"-"იუვენტუსის" ჩრდილშია: "შახტარი" დონეცკში ჩემპიონთა ლიგის დებიუტანტ "ნორდსიელანდს" დაუპირისპირდება.
ლონდონური და ტურინული გრანდების გამწარება ამ წყვილიდან მხოლოდ "შახტარს" შეუძლია, დანიის ჩემპიონი კი აშკარა აუტსაიდერია.
ლოგიკურად, უკრაინელებს სამი ქულის მოპოვება არ უნდა გაუჭირდეთ, რადგან მირჩა ლუჩესკუს, რომელიც დონეცკში რვა წელია მუშაობს, ევროსარბიელზე გამობრძმედილი და კარგად შეთამაშებული გუნდი ჰყავს.
F ჯგუფი
ბაიერნი-ვალენსია 22:45
სავარაუდო შემადგენლობები:
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - ლამი, ჟ. ბოატენგი, დანტე, ბადშტუბერი - ლუის გუსტავო (ან ხავი მარტინესი), შვაინშტაიგერი - თ. მიულერი, კროოსი, რიბერი - მანჯუკიჩი.
ვალენსია (4-2-3-1): დიეგო ალვეში - ჟოაო პერეირა, რამი, რუისი, სისოკო - პარეხო, ტინო კოსტა - ფეგული, ჟონასი, გუარდადო - სოლდადო.
არბიტრი: ფირათ აიდინუსი (თურქეთი)
საკუთარ მოედანზე ჩემპიონთა ლიგის ფინალის წაგებისა და ბუნდესლიგაში ზედიზედ ორჯერ უტიტულოდ დარჩენის შემდეგ "ბაიერნის" ხელმძღვანელებმა ჯიბეზე ხელი გაიკრეს და რეკორდმაისტერი მნიშვნელოვნად გააძლიერეს.
შედეგიც სახეზეა: მართალია, "ბილბაოდან" 40 მილიონ ევროდ ნაყიდ ხავი მარტინესს ამაში წვლილი ნაკლებად მიუძღვის, მაგრამ მიუნხენურმა გრანდმა სეზონი იდეალურად დაიწყო და ცხრილს უდანაკარგოდ ლიდერობს.
ევროსარბიელზე მორიგ აღმართს კი ბავარიელები "ვალენსიასთან" საშინაო მატჩით შეუყვებიან. "ბაიერნის" თავკაც იუპ ჰაინკესს მთავარი შემოქმედები, ფრანკ რიბერი და არიენ რობენი საბოლოოდ გამოუჯანმრთელდნენ და მოედანზე გასვლა ორივეს შეუძლია.
მარიო გომესი კვლავ ტრავმირებულია, მაგრამ "ბაიერნის" ფანებს მისი არყოფნა დღემდე არ უგრძვნიათ, რადგან ცენტრფორვარდის პოზიციაზე მარიო მანჯუკიჩი ბრწყინავს.
"ვალენსიას" ჯგუფში ყველაზე რთული მატჩი სწორედ პირველ ტურში უწევს და ესპანელები ფრეზეც სიამოვნებით მოაწერენ ხელს.
პრიმერადივიზიონის მესამე გუნდმა, რომელიც ამ სტატუსს წლებია ინარჩუნებს, ზაფხულში სერიოზულ ტრანსფერებზე უარი თქვა. სამაგიეროდ, ახალი კაცია მწვრთნელი მაურიციო პელეგრინო, რომელიც ჩემპიონთა ლიგის 2001 წლის ფინალში თავად თამაშობდა და "ბაიერნთან" პენალტების სერიაში წაგებულ მატჩში ოლივერ კანს თერთმეტმეტრიანი ვერ გაუტანა.
* * *
ლილი-ბატე 22:45
სავარაუდო შემადგენლობები
ლილი (4-3-3): ლანდრო - დებუში, ბერია, შედიუ, დინიე - მარტინი, მავუბა, ბალმონტი - პაიე, რუ, დე მელო.
ბატე (4-3-1-2): გორბუნოვი - რადკოვი, პოლიაკოვი, შიმიჩი, ბორდაჩევი - ვოლოდკოვი, ლიხტაროვი, სივაკოვი - გლები - როდიონოვი, მოზოლევსკი.
არბიტრი: მარტინ ბორსკი (პოლონეთი)
მეორე მატჩში ერთმანეთს აუტსაიდერებად შერაცხული "ლილი" და ბატე ხვდებიან. ფრანგულმა კლუბმა, რომელსაც მაინც აქვს ჯგუფიდან გასვლის ამბიცია, ედენ აზარის სახით უმთავრესი ლიდერი დაკარგა.
სამაგიეროდ, "ლილს" ახალი სტადიონი აქვს, რომელიც 50 000 მაყურებელს იტევს - 35 000 აბონემენტი გაყიდულია!
საკუთარი სტადიონის იმედი ვერ ექნება ბატე-ს, რადგან ბორისოვოს არენა უეფას სტანდარტებს არ აკმაყოფილებს, რის გამოც ბელორუსის ჩემპიონმა საშინაო მატჩები ისევ მინსკში უნდა ჩაატაროს.
ბატე-ს ლიდერი ალეკსანდრ გლებია, რომელმაც ტრავმა მოიშუშა და 19 სექტემბერს მოედანზე გასვლა შეუძლია.
G ჯგუფი
ბარსელონა-სპარტაკი 22:45
სავარაუდო შემადგენლობები:
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დანი ალვეში, პიკე, მასკერანო, ადრიანო - ჩავი, ბუსკეტსი, ფაბრეგასი - პედრო, მესი, ვილია.
სპარტაკი (4-2-3-1): დიკანი - დ. კომბაროვი, ინსაურალდე, სუხი, კ. კომბაროვი - რომულო, კალსტრიომი - მაკგიდი, არი, ბილიალეტდინოვი - ძიუბა.
არბიტრი: მილორად მაჟიჩი (სერბეთი)
"ბარსა" ჩემპიონთა ლიგის თასისთვის ბრძოლას მოსკოვის "სპარტაკთან" საშინაო მატჩით იწყებს.
კატალონიელებს კვლავ არ ეყოლებათ ანდრეს ინიესტა, რომელიც თბილისში დაშავდა, მაგრამ რუსეთის სახალხო გუნდს, ალბათ, მის გარეშეც იოლად დაამარცხებენ.
ფაქტია, რომ "ბარსა" კარგ ფორმაშია, რადგან ახალი მწვრთნელის, ტიტო ვილანოვას ხელში პრიმერადივიზიონის ოთხივე თამაში მოიგო. ლეო მესის ანგარიშზე კი უკვე 6 გოლია.
"სპარტაკს" უნაი ემერის სახით ახალი მწვრთნელი და კარგი წინა ხაზი ჰყავს. სამაგიეროდ, მოსკოველებს დაცვაში უჭირთ - რუსეთის ჩემპიონატში რვა ტურის შემდეგ მე-7 ადგილზე იმყოფებიან და 14 (!) გოლი აქვთ გაშვებული...
* * *
სელტიკი-ბენფიკა 22:45
სავარაუდო შემადგენლობები:
სელტიკი (4-4-2): ფორსტერი - ლუსტიგი, ვილსონი, მულგრევი, ისაგირე - ფორესტი, ვანიამა, ბრაუნი, კომონსი - ჰუპერი, მიკუ.
ბენფიკა (4-4-2): მორაესი - პერეირა, ვიტორი, გარაი, მელგარეხო - სალვიო, მარტინსი, აიმარი, ნოლიტო - კარდოსო, როდრიგო.
არბიტრი: ნიკოლა რიცოლი (იტალია)
"სელტიკისა" და "ბენფიკას" დაპირისპირება მეორე ადგილისთვის ბრძოლის უშუალო დუელია, რომელშიც გლაზგოურ კლუბს უმთავრესი ფეხბურთელი, გიორგიოს სამარასი დააკლდება - ბერძენი შემტევი ტრავმირებულია!
"პირველივე მატჩში მისი არყოფნა ჩვენთვის უდიდესი დანაკლისია. "ბენფიკასთან" უმნიშვნელოვანესი მატჩი გვაქვს და ძალიან მინდოდა, რომ სამარასს ამ შეხვედრაში მონაწილეობა მიეღო", - ეს "სელტიკის" თავკაც ნეილ ლენონის სიტყვებია, რომელიც იმედოვნებს, რომ სამარასი "სპარტაკთან" მატჩამდე (2 ოქტომბერს) მაინც გამოჯანმრთელდება.
ლიდერი ლისაბონელებმაც დაკარგეს - ოღონდ, სავარაუდოდ, სამუდამოდ: აქსელ ვიტსელი "ზენიტში" გადავიდა, რაც "ბენფიკას" თავკაც ჟორჟე ჟესუსისთვის დიდი დანაკლისია. ორი წელია, "ბენფიკა" უტიტულოდ რჩება და ეს უკანასკნელიც უკვე წნეხის ქვეშაა მოქცეული.
ვიტსელში აღებული თანხის ნაწილი (13.5 მილიონი ევრო) "ბენფიკამ" სალვიოში დახარჯა და ლისაბონელებს ახლა მისი იმედი აქვთ.
H ჯგუფი
მანჩესტერ იუნაიტედი-გალათასარაი 22:45
სავარაუდო შემადგენლობები:
მანჩესტერ იუნაიტედი (4-2-3-1): ლინდეგორი - რაფაელი, ვიდიჩი, ფერდინანდი, ბიუტნერი - სქოულზი, ქერიკი - ვალენსია, კაგავა, ნანი - ვან პერსი.
გალათასარაი (4-3-3): მუსლერა - ებუე, კრისი, კაია, ბალთა - მელო, ინანი, ა. ილმაზი - ელმანდერი, ბ. ილმაზი, ამრაბატი.
არბიტრი: ვოლფგანგ შტარკი (გერმანია)
H ჯგუფის უმთავრესი ფავორიტი "მანჩესტერ იუნაიტედია", თუმცა, სანამ ამას დავწერდით, რამდენიმე წამი ვიფიქრეთ, რადგან სერ ალექს ფერგიუსონის სამწყსო შარშანდელ ჯგუფშიც ფავორიტად მიიჩნეოდა...
თუმცა "იუნაიტედი" მნიშვნელოვნად გაძლიერდა: ფერგიმ დორტმუნდის "ბორუსიადან" შინჯი კაგავა, "არსენალიდან" კი პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირი რობინ ვან პერსი გადაიბირა. უეინ რუნის დაბრუნება გამორიცხული არ არის, მაგრამ საეჭვოა; ნემანია ვიდიჩი კი ბრუნდება და დაცვის ხაზს სტაბილურობას შემატებს.
"იუნაიტედი" 19 სექტემბერს თურქეთის ჩემპიონ "გალათასარაის" ეთამაშება, რომელსაც ტრავმის გამო დაცვის ბურჯი ტომაშ უიფალუში აკლია. მიუხედავად ამისა, "გალას" თავკაცი ფათიჰ თერიმი მაინც იმუქრება - "ოლდ ტრეფორდზე" ბრძოლით თავს მოვიკლავთ და ყველაფერს გავაკეთებთ საიმისოდ, რომ "გალათასარაი" ჩემპიონთა ლიგაში ღირსეულად დაბრუნდესო.
თერიმის განკარგულებაში რამდენიმე ძალიან საინტერესო ფეხბურთელია: მეკარე მუსლერა, რომელიც ქომაგებს "ლაციოდან" ეხსომებათ, ექს-არსენალელი ებუე, ექს-ლიონელი კრისი, ექს-იუვენტუსელი ფელიპე მელო, თურქეთის ჩემპიონატის მოქმედი ბომბარდირი ბურაქ ილმაზი, შვედი გოლეადორი ელმანდერი და სელჩუკ ინანი, რომელიც "გალას" ფანებს ყველაზე მეტად უყვართ.
* * *
ბრაგა-კლუჟი 22:45
სავარაუდო შემადგენლობები:
ბრაგა (3-4-3): ბეტუ - დუგლაო, ისმაილი, ვინიჩიუსი - ლ. სალინო, კუშტოდიო, უგო ვიანა, მოსორო - ედერი, ალანი, ბარბოსა.
კლუჟი (4-4-1-1): ფელგეირაში - ივო პინტუ, კადუ, რადა, კამორა - რ. ბასტოსი, გოდემეჩა, მურესანი, რუი პედრო - კაპეტანოსი - სოუგუ.
არბიტრი: პეტერ რასმუსენი (დანია)
"ბრაგას" აქვს საკმარისი გამოცდილება იმისათვის, რომ "გალათასარაის" (და არა მარტო) ებრძოლოს, მაგრამ გუნდის ახალმა მწვრთნელმა ჟოზე პესეირომ აგვისტოს ბოლოს გოლეადორი ლიმა დაკარგა - ეს უკანასკნელი "ბენფიკაში" გადავიდა, "ბრაგამ" კი მისი შემცვლელის ყიდვა ვეღარ მოასწრო.
"კლუჟს" რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი ჰყავს დაშავებული, რომელთა შორის ყველაზე ცნობილი ნახევარმცველი ჩიპრიან დეაცია.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ