რობერტო მანჩინი: დასანანი ისაა, "რეალთან" ბოლო სამ წუთში რომ წააგებ

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" თავკაცმა რობერტო მანჩინიმ მადრიდის "რეალთან" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გასვლითი მატჩი შეაფასა.

სტუმრები ანგარიშში ორჯერ დაწინაურდნენ, მაგრამ მაინც დამარცხდნენ. "ქალაქელთა" ორ გოლს მასპინძლებმა სამით უპასუხეს.

"მას შემდეგ, რაც ანგარიში ჩვენს სასარგებლოდ 2:1 გახდა, "რეალს" ძალიან ბევრი თავისუფალი ზონა შევუქმენით. ვფიქრობ, მატჩის მეორე ნახევარში კარგად ვითამაშეთ. "სანტიაგო ბერნაბეუზე" გამარჯვება ხომ იოლი ამოცანა არ არის.

იძულებული ვიყავი, ნასრი შემეცვალა, რადგან ტრავმა მიიღო. შედეგად, მოედანზე ვერ ვიხილეთ სერხიო აგუერო, რომლის ბოლო 20 წუთით გამოყვანა გვსურდა.

უცნაურია: საკმაოდ კარგად ვმოქმედებთ, თუმცა შემდეგ
მეტოქეს ჩვენს საჯარიმო მოედანთან ახლოს თავისუფლად თამაშის საშუალებას ვაძლევთ.

ჩვ
ენმა გუნდმა ისე უნდა ითამაშოს, როგორც მეორე ტაიმში თამაშობდა, მაგრამ ამასთან, უშეცდომოდ.

"რეალთან" დაპირისპირებაში წაგება გასაკვირი არაა, თუმცა დასანანი ისაა, რომ ჩვენ ბოლო სამი წუთის განმავლობაში დავმარცხდით"
, - განაცხადა მანჩინიმ.

ასევე იხილეთ:
რეალი-მანჩესტერ სიტი 3:2 - გუნდის დაბრუნება [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული