იუპ ჰაინკესი: მთლიანობაში დამაჯერებლად ვითამაშეთ

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" თავკაცმა იუპ ჰაინკესმა "ვალენსიასთან"(2:1) შეხვედრის შთაბეჭდილებებზე ისაუბრა.

"მთლიანობაში დამაჯერებელი მატჩი ჩავატარეთ. პირველ ტაიმში დიდი მოთმინება დაგვჭირდა, რაშიც შეგეძლოთ თავად დარწმუნებულიყავით. "ვალენსია" ძალიან ორგანიზებული გუნდია. ისინი პრესინგს კარგად თამაშობდნენ და თავს დიდი ძალებით იცავდნენ. გამარჯვება იოლი არ ყოფილა. მიუხედავად ამისა, ცენტრში ზეწოლა უნდა გაგვეძლიერებინა და უფრო აქტიურად უნდა შეგვეტია.

მეორე ტაიმში გარკვეული დრო დაგვჭირდა, რათა თამაშში ჩავრთულიყავით. "ვალენსია" კონტრშეტევას ცდილობდა, მაგრამ ჩვენ გოლის გატანის შანსს, პრაქტიკულად, არ ვაძლევდით. გოლი მატჩის დასასრულს გავუშვით, რისი უფლებაც თავისთვის არ უნდა მიგვეცა. ვერგამოყენებული
თერთმეტმეტრიანიც ის მომენტია, რომელიც აღარ უნდა გავიმეოროთ.

გასაგებია, რომ ხავი მარტინესს "ბაიერნში" საკუთარი ადგილის დასაკავებლად დრო სჭირდება. ის ჩვენი თამაშის სტილს და გუნდს უნდა შეეგუოს. ამისთვის დროა აუცილებელი, მაგრამ ის ახლაც საკმაოდ კარგად გამოიყურება.

რაც შეეხება რიბერის, მას ტრავმა გაუმიზეზდა. უნდა დაველოდოთ და ვნახოთ, რა მოხდება უახლოეს დღეებში", - თქვა ჰაინკესმა.

ასევე იხილეთ
ჩელსი-იუვენტუსი 2:2 - "სინიორა" დაბრუნდა და ეს მხოლოდ დასაწყისია!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული