სიმ დე იონგი: მადრიდის "რეალი" ისე ითამაშებს, როგორც დორტმუნდის "ბორუსია"

AutoSharing Option
ამსტერდამის "აიაქსის" 23 წლის შემტევი ნახევარმცველი და კაპიტანი სიმ დე იონგი მადრიდის "რეალთან" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩის მოლოდინზე საუბრობს.

"ვფიქრობ, რომ "რეალი" დორტმუნდის "ბორუსიასავით" ითამაშებს. ისინი ჩვენს შეცდომებს დაელოდებიან.

ძალიან ფრთხილად უნდა ვითამაშოთ, რათა მეტოქეს ბევრი თავისუფალი სივრცე არ დავუთმოთ.

მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ ვითამაშებთ. ამიტომ ბურთის უაზროდ დაკარგვას უნდა მოვერიდოთ"
, - განაცხადა ფეხბურთელმა ჰოლანდიურ პრესაში.
მკითხველის კომენტარები / 1 /
რატომ არ დებთ საიტზე დღევანდელ თამაშებს???
"guka."
11:36 02-10-2012
0

სიახლეები პოპულარული