რობერტო მანჩინი: "მანჩესტერ სიტის" ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ დორტმუნდის "ბორუსიასთან" ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ განაცხადა, რომ "ქალაქელებს" ევროპულ არენაზე თამაში უჭირთ.

"ჩემპიონთა ლიგა სხვა ტურნირია, მაგრამ ეს ხომ მაინც ისევ ფეხბურთია: თამაში თერთმეტი თერთმეტზე. პრობლემა ისაა, რომ მუდმივად სხვა ქვეყნების უძლიერეს კლუბებთან გიხდება თამაში, რაც ამოცანას ძალიან ართულებს.

იმედია, ჩემპიონთა ლიგის საკუთარ სტატისტიკას გამოვასწორებ, მით უმეტეს, რომ "სიტის" ამ ტურნირის მოგება შეუძლია. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ისევ ძალიან რთულ ჯგუფში აღმოვჩნდით", - განაცხადა იტალიელმა.

ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. II
ტური. სამშაბათის მატჩების წინ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული