"ძალიან ცუდად ვითამაშეთ, ჩვენი რეალური დონე ვერ გამოვავლინეთ. 2:1-ზე რამდენიმე სახიფათო მომენტი შევქმენით, თუმცა "რეალმა" გამარჯვება დაიმსახურა", - აღიარა დე ბურმა.
გარდა ამისა, "ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელმა თქვა, რომ "სამეფო კლუბი" ამ დროისთვის კატალონიური გუნდის დონეზე იმყოფება.
"ვფიქრობ, ეს ორი გრანდი თანაბრად ძლიერია. მსიამოვნებს "ბარსელონას" თამაშების ყურება, მაგრამ "რეალის" პროგრესი აშკარაა", - განაცხადა ჰოლანდიელმა.
მომზადებულია Football Espana-ს მიხედვით
ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. ოთხშაბათის მატჩები: