"მანჩესტერ იუნაიტედმა" ამ გამარჯვებით შემდეგ ეტაპზე გასვლა გაინაღდა.
"ჩვენი კლუბის ისტორიის გათვალისწინებით, აუცილებლად გვმართებს დიდი ევროპული ტიტულების მოგება და მინდა ეს მე კვლავაც შევძლო, რათა ისეთი გამარჯვებული კლუბების კომპანიაში შევიდეთ, როგორიც "ლივერპული", "ბაიერნი" და "აიაქსია".
მე ვამაყობ იმით, რომ ორჯერ მოვიგე ჩემპიონთა ლიგა და ორჯერ - თასების მფლობელთა თასი, თუმცა ლიგაში გამარჯვება ისევ მინდა. უახლოეს წლებში კი მიზნის მიღწევის შანსი რეალურად
ჩვენ ბრწყინვალე ფეხბურთელი - რობინ ვან პერსი დავიმატეთ, რომელიც თავისი კარიერის პიკშია. იმედი მაქვს, ის ჩვენთან ოთხ-ხუთ სეზონს კიდევ გაატარებს", - თქვა ფერგიუსონმა.
ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. IV ტური. ოთხშაბათის მატჩები [VIDEO]