შეგახსენებთ, რომ 21 ნოემბერს "სიტი" "სამეფო კლუბს" უმასპინძლებს.
"კრიშტიანოსთვის მანჩესტერში დაბრუნება განსაკუთრებული იქნება. გარდა ამისა, ეს მატჩი მისი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
რონალდო ტოპ-ფეხბურთელია, რომელიც "ოქროს ბურთს" იმსახურებს. გასულ სეზონში მან უამრავი გოლი გაიტანა, რომელიც "რეალს" "ბარსელონას" გადასწრებაში დაეხმარა.
იმედი მაქვს, რომ 21 ნოემბერს ცუდი საღამო ექნება. ძნელია ისეთ გუნდთან თამაში, რომლის ფეხბურთელი შეხვედრაში საშუალოდ 2 ბურთამდე იტანს.
მისი შეჩერება რომ მოგვინდეს, პოლიცია უნდა გამოვიძახოთ", - თქვა მანჩინიმ.
მომზადებულია
ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. V ტური. სამშაბათის მატჩების წინ