რობერტო დი მატეო: "იუვენტუსთან" საინტერესო და სანახაობრივ ფეხბურთს ვიხილავთ

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი რობერტო დი მატეო ტურინში ნამდვილ ბრძოლას ელის.

შეგახსენებთ, რომ "იუვენტუსი" 20 ნოემბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის ფარგლებში "ჩელსის" უმასპინძლებს.

"დადებითად ვართ განწყობილნი. შინ "იუვენტუსთან" კარგი მატჩი ჩავატარეთ. ახლა კი გაგვიჭირდება, რადგან მეტოქე გარკვეული წნეხის ქვეშაა.

დარწმუნებული ვარ, საინტერესო და სანახაობრივ ფეხბურთს ვიხილავთ. გამარჯვების შანსი ორივე გუნდს აქვს. შესაძლოა, მშობლიურმა სტადიონმა "იუვენტუსს" გარკვეული უპირატესობა მისცეს, მაგრამ ზოგჯერ ამან შეიძლება პრობლემებიც გამოიწვიოს.

უკვე ვიცი, საქმე საქმეზე რომ მიდგეს
, ჩემი ფეხბურთელების ნდობა შეიძლება. მნიშვნელოვანია, რომ მოთამაშეები ერთმანეთში
საუბრობენ. ამას ყოველთვის მივესალმებოდი"
, - თქვა დი მატეომ.

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. V ტური. სამშაბათის მატჩების წინ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული