კლაუდიო მარკიზიო: ლონდონის "ჩელსის" პატივს ვცემთ, მაგრამ უნდა მოვუგოთ

AutoSharing Option
20 ნოემბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურში ტურინის "იუვენტუსი" ლონდონის "ჩელსის" უმასპინძლებს. მომავალ მატჩზე კომენტარი იტალიელთა ნახევარმცველმა კლაუდიო მარკიზიომ "ფუტბოლ იტალიასთან" გააკეთა:

"შეიძლება ითქვას, "ჩელსის" ჩემპიონთა ლიგაში თამაშის მეტი გამოცდილება აქვს, რადგან ჩვენ ამ ტურნირში რამდენიმე წელია, არ გვიასპარეზია.

თუმცა, ჩვენ ბევრი ისეთი ფეხბურთელი გვყავს, რომლებსაც საერთაშორისო მატჩებში თამაშის დიდი გამოცდილება აქვთ. ასე რომ, შეხვედრისთვის მზად ვართ.

ევროპის მოქმედ ჩემპიონებთან დაპირისპირება გველის, რომლებმაც შემადგენლობა ზაფხულში სერიოზულად გააძლიერეს. "ჩელსიში" ერთი ფეხბურთელის გამორჩევა ძნელია - ეს კოლე
ქტივი ძლიერია გუნდური თამაშით, რამაც
მოაპოვებინა მას კიდეც წინა სეზონში ტიტული.

ამრიგად, ლონდონურ კლუბს პატივისცემით ვეპყრობით, მაგრამ მათი დამარცხება გვწადია",
- თქვა მარკიზიომ.

ასევე იხილეთ:
რობერტო დი მატეო: "იუვენტუსთან" საინტერესო და სანახაობრივ ფეხბურთს ვიხილავთ
ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. V ტური. სამშაბათის მატჩების წინ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული