კარლოს ტევესმა გონსალო იგუაინი დაიცვა

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელმა კარლოს ტევესმა საკუთარი თანამემამულე გონსალო იგუაინი დაიცვა, რომელიც მადრიდის "რეალში" თამაშობს.

შეგახსენებთ, რომ იგუაინმა "სამეფო კლუბში" მოსვლის შემდეგ 100 გოლზე მეტი გაიტანა, თუმცა ახლა ფეხბურთელს საგოლე მომენტების გაფუჭების გამო ხშირად აკრიტიკებენ.

"გონსალო ძალიან კარგად თამაშობს "რეალში". ვერ ვხედავ მიზეზებს, რის გამოც მას აკრიტიკებენ. იგუაინს გააქვს გოლები, როგორ ამას ადრე აკეთებდა", - თქვა ტევესმა.

შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერ სიტი" 21 ნოემბერს მადრიდის "რეალთან" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის მატჩს გამართავს.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული