ჟოზე მოურინიო: "სიტი" გასულ სეზონში ჯგუფში ჩარჩა, ახლაც ასე მოხდება

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ "მანჩესტერ სიტისთან" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის მომავალ მატჩზე ისაუბრა.

"ყოველთვის ვამბობდი, რომ ინგლისში მუშაობა მომწონდა. მიყვარს აქ დაბრუნება, რადგან ინგლისში მუდამ რთული მატჩები გელის, სადაც გულშემატკ
ივრები საკუთარ გუნდს ბოლომდე ქომაგობენ.

მომწონს ეს და დარწმუნებული ვარ, ჩემს შეგი
რდებსაც მოსწონთ აქ თამაში.

ვფიქრობ, არაფერია ცუდი იმაში, რომ ძლიერი გუნდი ჩემპიონთა ლიგას ვერ იგებს. ხოლო ჩემპიონთა ლიგიდან ნაადრევად გავარდნა არანორმალურია. "რეალს" ფინალში რომ წაეგო - არა უშავს, ეს ფეხბურთია, მაგრამ ჯგუფიდან არგასვლა ძალიან ძნელი მისაღებია.

გასულ სეზონში "სიტი" ჯგუფიდან ვერ გავიდა და მგონი, მიმდინარე სეზონშიც ასე მოხდება.

"სიტის" მადრიდში რომ მოეგო, მაშინ სხვა საქმე იქნებოდა. მაშინდელი გამარჯვება ჩვენთვის ფასდაუდებელი იყო. ჩვენი ბედი ჩვენს ხელთაა და მერვედფინალში გასვლის კარგი შანსი გვაქვს",
- თქვა მოურინიომ.

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. V ტური. ოთხშაბათის მატჩების წინ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული