21 ნოემბერს ბრიუსელში გამართული მატჩი "როსონერის" გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა. მოპოვებული 3 ქულის წყალობით იტალიურმა სუპერკლუბმა, რომელიც სერია A-ში უღიმღამოდ გამოდის, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ადგილი დაიბევა, რის გამოც გუნდის თავკაცი უზომოდ ბედნიერია.
"ვფიქრობ, პლეი-ოფის საგზური დამსახურებული ჯილდოა ჩემი ფეხბურთელებისთვის, - თქვა მატჩის შემდეგ ალეგრიმ. - ჩვენ სეზონის პირველი ამოცანა შევასრულეთ და თან ეს ჯგუფური
ვიცოდით, რომ "ანდერლეხტთან" დაპირისპირება იოლი არ იქნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ თამაში კარგად დავიწყეთ, მაინც ზედმეტად ვჩქარობდით საბოლოო დარტყმის შესრულებისას და სიზუსტე გვღალატობდა".
ალეგრი იმასაც აღიარებს, რომ მის გუნდის თამაში იდეალური არ იყო და "მილანს" ცივსისხლიანობა აკლია.
"ორი გოლი გავიტანეთ და შემდეგ უცებ მოვეშვით. შედეგად, მეტოქე გამოცოცხლდა და ბრძოლა გაგვიჩაღა, მიუხედავად იმისა, რომ უმცირესობაში იყო.
კიდევ კარგი, შეხვედრის მიწურულს კიდევ ერთი გოლის გატანა მოვახერხეთ.
თამაში უნდა გავაუმჯობესოთ, განსაკუთრებით, ევროთასებზე ასპარეზობისას. კარგია, რომ "მილანში" გუნდური სული იგრძნობა, თუმცა, ცივსისხლიანობაც გვჭირდება. მაგალითად, როდესაც მეტოქე კაცნაკლული დარჩა, უნდა დავწყნარებულიყავით და კონტრშეტევის განხორციელებისთვის მომენტს დავლოდებოდით; ჩვენ კი სრულებით ამოვვარდით თამაშიდან. ეს შეიძლებოდა ძვირად დაგვჯდომოდა", - დასძინა ალეგრიმ.
იტალიელთა თავკაცმა თავისი გუნდიდან ფილიპ მექსესის თამაში გამოარჩია.
"ფილიპ მექსესმა ბრწყინვალე გოლი გაიტანა. მეგონა, ბურთი კარს ასცდებოდა, მაგრამ ჩემდა გასაკვირად, ბადეში გაეხვა. შესანიშნავი გოლი იყო და საერთოდაც, მექსესმა ეს მატჩი მაღალ დონეზე ჩაატარა", - აქვეყნებს ალეგრის ნათქვამს უეფას ოფიციალური საიტი.
ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. V ტური. ოთხშაბათის მატჩები [VIDEO]