შეგახსენებთ, რომ დონეცკის "შახტარი" ტურინის "იუვენტუსს" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-6 ტურის ფარგლებში უმასპინძლებს. "ჩელსის" ჯგუფიდან გასვლა ამ შეხვედრის შედეგზე იქნება დამოკიდებული.
"ვიცით, რომ ამ მატჩში ფრე ჩვენთვის ცუდი შედეგია, მაგრამ დადებითი ისაა, რომ "შახტარს" ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს. ყველა ამ ბიჭებზე საუბრობს. ამიტომ მათ უნდა აჩვენონ მთელ მსოფლიოს, რომ მაგარი ფეხბურთელები არიან.
ნათელია, რომ დონეცკელები "იუვესთან" მატჩში გამარჯვებაზე იქნებიან განწყობილნი. მათ საკუთარი დონე უნდა ანახონ.
მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით