"ზოგჯერ, როცა გუნდს ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში გასვლა გარანტირებული აქვს, ლიდერებს დასვენების საშუალებას აძლევს, მაგრამ ჩვენ ამას არ ვიზამთ.
რა თქმა უნდა, მივცემთ სხვა ფეხბურთელებს თამაშის საშუალებას, მაგალითად, მორიც ლაიტნერს, მაგრამ "სიტისთან", თუ მოგება გსურს, მაღალ ტემპში უნდა ითამაშო.
ჩვენი პირველი შეხვედრა "ქალაქელებთან" "დორტმუნდის" ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი იყო. სწრაფად ვთამაშობდით, ბევრს დავრბოდით და ტაქტიკურადაც კარგად გამოვიყურებოდით.
საერთოდ, ეგეთი მატჩები
"სიტის" ძალიან კარგი შემადგენლობა ჰყავს, მიუხედავად იმისა, ვინ თამაშობს მოედანზე; მაგრამ ვიცი, რომ მათ "მანჩესტერ იუნაიტედთან" დერბი ელოდებათ. ამიტომ ვნახოთ, როგორ აქვთ დაწყობილი პრიორიტეტები", - თქვა კლოპმა.
მომზადებულია Uefa.com-ის მიხედვით
ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. VI ტური. სამშაბათის მატჩების წინ