იტალიელმა სპეციალისტმა ასევე ხაზი გაუსვა თავისი შეგირდების მიერ ხასიათის სიმტკიცის გამოვლენას.
"კარგი თამაში გამოვიდა. გუნდმა შაბათს "ნიცასთან" წაგების შემდეგ ხასიათი გამოიკეთა. ჩვენ სულის სიმტკიცე გამოვავლინეთ და შეხვედრა საკუთარ სტილში ჩავატარეთ.
ჩვენი მეტოქე კარგად ორგანიზებული გუნდი იყო, თუმცა შევძელით, თამაში ჩვენი კარნახით წარგვემართა.
დღეს ჩვენ წარმოვაჩინეთ სწორედ ის, რისი დანახვაც ყოველთვის მსურს ჩემი შეგირდებისგან.
როდესაც რაიმე ღირებულის შექმნას ეშურებით, შედეგი არცთუ სწრაფად მოდის. საჭიროა მოთმინება.
ამჟამად ჩვენ არცთუ შთამბეჭდავად ვირჯებით ეროვნულ ჩემპიონატში, მაგრამ დრო ჯერ კიდევ გვაქვს საიმისოდ, რათა შედეგები გავაუმჯობესოთ", - აქვეყნებს ანჩელოტის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.
ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. VI ტური [VIDEO]