"საოცარი გოლის შედეგად დავმარცხდით. საგოლე მომენტები გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ.
"ოლდ ტრაფორდზე" ახალგაზრდა გუნდი გამოვიდა, რომელიც ზოგ მომენტებში კარგად მოქმედებდა. სიმართლე გითხრათ, გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ.
ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის საგზური ნაადრევად მოვიპოვეთ, ამიტომ ექსპერიმენტის საშუალება გვქონდა და ის ფეხბურთელები ვათამაშეთ, რომლებსაც სათამაშო პრაქტიკა აკლდათ.
ნამდვილი ტურნირი ჩვენთვის თებერვალში იწყება. ეს პერიოდი ფანტასტიკურია", - თქვა ფერგიუსონმა.
მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით
ასევე იხილეთ: