ტიტო ვილანოვა: ლიონელ მესის სერიოზული დაზიანება არ აქვს

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ტიტო ვილანოვამ "ბენფიკასთან" (0:0) ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩის შემდეგ ლიონელ მესის ტრავმის შესახებ ისაუბრა.

ესპანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ არგენტინელის დაზიანება სერიოზული არაა.

"მას მცირე დაზიანება აქვს, მაგრამ დამატებით ტესტებს ჩავუტარებთ, რომ საბოლოოდ დავრწმუნდეთ.

თავიდან მესი ტრავმის გამო ძალიან ნერვიულობდა, თუმცა შემდეგ დიაგნოზი რომ გაიგო, ცოტა დაწყნარდა",
- თქვა ვილანოვამ.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული