"გასულ სეზონში "ბარსელონას" ორჯერ შევხვდით - ჯგუფურ ეტაპზე და მეოთხედფინალში. ამიტომ კატალონიაში გამოსვლას მიჩვეულები ვართ.
ტიტო ვილანოვასა და მის ოჯახს გვერდში ვუდგავართ და ძალიან გვინდა, რომ ჩვენთან მატჩებში ის სამწვრთნელო ადგილას იჯდეს.
ამ ბოლო დროს კარგი ტემპით მივდივართ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მომავალშიც გაგრძელდება.
ჩვენს მეტოქეს რაც შეეხება, საათივით აწყობილი გუნდია. ყველაზე რთული ბარიერი შეგვხვდა, მაგრამ თუ ის დავძლიეთ, მაშინ უკვე ყველაფერს შევძლებთ", - თქვა განდინიმ.
მომზადებულია
ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის წყვილები გაირკვა