"მილანის" სპორტული დირექტორი: "ბარსელონას" თუ გავცდით, ყველაფერს შევძლებთ

AutoSharing Option
"მილანის" სპორტულმა დირექტორმა უმბერტო განდინიმ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური კენჭისყრის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"გასულ სეზონში "ბარსელონას" ორჯერ შევხვ
დით - ჯგუფურ ეტაპზე და მეოთხედფინალში. ამიტომ კატალონიაში გამოსვლას მიჩვეულები ვართ.

ტიტო ვილანოვასა და მის ოჯახს გვერდ
ში ვუდგავართ და ძალიან გვინდა, რომ ჩვენთან მატჩებში ის სამწვრთნელო ადგილას იჯდეს.

ამ ბოლო დროს კარგი ტემპით მივდივართ და დარწმ
უნებული ვარ, რომ ეს მომავალშიც გაგრძელდება.

ჩვენს
მეტოქეს რაც შეეხება, საათივით აწყობილი გუნდია. ყველაზე რთული ბარიერი შეგვხვდა, მაგრამ თუ ის დავძლიეთ, მაშინ უკვე ყველაფერს შევძლებთ", - თქვა განდინიმ.

მომზადებულია
Uefa.com-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის წყვილები გაირკვა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული