"დღემდე ვეკონტაქტები ალექს ფერგიუსონს და მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. სიმართლე გითხრათ, ის და მანჩესტერი მენატრება. მანჩესტერში შესანიშნავი დრო მაქვს გატარებული.
ამავე დროს, მიხარია, რომ "რეალში" ვთამაშობ, რადგან ოცნება ავისრულე. მინდა გითხრათ, რომ "მანჩესტერი" რომ არა, მადრიდში არ ვიქნებოდი.
უკვე გადავწყვიტე, რომ "იუნაიტედის" კარში გატანილ გოლს არ აღვნიშნავ", - თქვა რონალდომ.
მომზადებულია AS-ის მიხედვით