ყველაზე ახალგაზრდა ქართველი ლიგაში

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაში კიდევ ერთი ქართველის დებიუტი შედგა "ჩელსისთან" მატჩის 85-ე წუთზე მოსკოვის "სპარტაკის" შემადგენლობაში ჯანო ანანიძე გამოჩნდა, რომელიც ახლახან შესრულდა სრულწლოვანი. სამწუხაროდ, ჯანოს თავის გამოჩენისთვის დრო ძალიან ცოტა ჰქონდა, თანაც არც მატჩის მიმდინარეობა უწყობდა ხელს მაინცდამაინც, რუსული "სახალხო გუნდი" უშანსოდ აგებდა. მაგრამ ისიც კარგია, რომ ანანიძის დებიუტი ლიგაში ბოლოსდაბოლოს შედგა. ჯანო ანანიძე ყველაზე ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა. "სპარტაკი" კი "ჩელსისთან" 0:2 დამარცხდა ჟირკოვისა და ანელკას გოლებით.   

ყველაზე დიდ ინტერესს G ჯგუფის მატჩი იწვევდა, "სანტიაგო ბერნაბეუზე"
ჟოზე მოურინიოს "რეალი" ბოლო დროს მოძლიერებულ "მილანს" მასპინძლობდა. პორტუგალიელმა სამწვრთნელო გაკვეთილი ჩაუტარა ალეგრის - 2:0. ვნახოთ, როგორ უპასუხებს იტალიელი მას მილანურ მატჩში. ანგარიში კრიშტიანო რონალდომ გახსნა საჯარიმო დარტყმით, როცა მილანელთა ცოცხალი კედელი უხეიროდ დაიშალა. ეს მატჩის მე-13 წუთზე მოხდა, სულ რაღაც ერთ წუთში მეორე გოლი გავიდა, რონალდოს პასის შემდეგ კარში მესუთ იოზილმა დაარტყა, ბურთი სტუმართა მცველს მოხვდა და რიკოშეტით გავიდა ამელიას კარში. ამის მეტი გოლი აღარ გასულა, თუმცა ორივე კართან ბევრი სახიფათო მომენტი შეიქმნა. წესით და რიგით, "რეალს" უფრო დიდი სხვაობით უნდა გაემარჯვა, თუმცა მოურინიო ამ მოგებითაც კმაყოფილი დარჩა. "სანტიაგო ბერნაბეუზე" პუბლიკა სტვენით შეხვდა "მილანის" ბრაზილიელ ფორვარდ რობინიოს, რომელიც ოდესღაც "რეალში" თამაშობდა. 

3 ტურის შემდეგ ოთხ ჯგუფში, სადაც წუხელ გაიმართა შეხვედრები, 9-9 ქულით მიუნხენის "ბაიერნი", "ჩელსი", "რეალი" და "არსენალი" ასპარეზობენ. ყველაზე შთამბეჭდავი მოგება სწორედ "მეთოფეებს" ეკუთვნის, რომელთაც ლონდონში 5:1 გაანადგურეს პოსტსაბჭოური გრანდი "შახტარი". შეიძლება ითქვას, რომ ამ ოთხეულს თავი ქუდში აქვს...

ტურის სენსაცია "რომას" რომაული მარცხია შვეიცარიულ "ბაზელთან" - 1:3. 

ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. III ტური


E ჯგუფი

ბაიერნი-კლუჟი 3:2 [ნახე გოლები]
ბაიერნი (4-2-3-1): ბუტი - ლამი, ტიმოშჩუკი, ბადშტუბერი, პრანიჩი - ოტლი, შვაინშტაიგერი (80. ბრააფჰაიდი) - ალთინტოპი, კროოსი, მიულერი - გომესი.
კლუჟი (4-4-2): სტანჩიუ - რადა, პიკოლო, კადუ, პანინი - კულიო, დიკა, კივუვუ, რაფაელი (56. ჰორა) - ტრაორე (76. ბიელანოვიჩი), დე ზერბი.
გოლები: 0:1 კადუ (28), 1:1 კადუ (32 ს.კ.), 2:1 პანინი (37 ს.კ.), 3:1 გომესი (77), 3:2 კულიო (86)
არბიტრი: მ. ატკინსონი (ინგლისი)
სტატისტიკა
მატჩი დაიწყო: კლუჟი
პირველი კუთხური: კლუჟი
პირველი ჯარიმა: კლუჟი
პირველი გაფრთხილება: კლუჟი
13 (5) დარტყმა 7 (5)
12 ჯარიმა 19
7 კუთხური 2
2 გაფრთხილება 2
68% ბურთის ფლობა 32%

რომა-ბაზელი 1:3 [ნახე გოლები]
რომა (4-4-2): ლობონტი - კასეტი, მექსე, ბურდისო, რიისე (60. კასტელინი) - ტადეი, პისარო, ბრიგი, პეროტა (74. ბაპტიშტა) - ტოტი, ბორიელო.
ბაზელი (4-4-2): კოსტანსო - ინკოომი, აბრაამი, ფერატი, საფარი - შაჩირი, ჰუგელი, იაპი, სტოკერი (70. ჩიპერფილდი) - ფრაი (90. ალმერარესი), შტრელერი (81. კაბრალი).
გოლები: 0:1 ფრაი (12), 1:1 ბორიელო (21), 1:2 ინკოომი (44), 1:3 კაბრალი (93)
არბიტრი: ა. ნიკოლაევი (რუსეთი)
სტატისტიკა
მატჩი დაიწყო: ბაზელი
პირველი კუთხური: ბაზელი
პირველი ჯარიმა: ბაზელი
პირველი გაფრთხილება: ბაზელი
19 (5) დარტყმა 10 (4)
12 ჯარიმა 25
5 კუთხური 7
1 გაფრთხილება 2
50% ბურთის ფლობა 50%

 თ მ ფ წ ბ ქ
1. ბაიერნი 3 3 0 0 7-3 9
2. ბაზელი 3 1 0 2 5-5 3
3. კლუჟი 3 1 0 2 5-6 3
4. რომა 3 1 0 2 3-6 3


F ჯგუფი

სპარტაკი-ჩელსი 0:2 [ნახე გოლები]
სპარტაკი (4-2-3-1): დიკანი - პარშივლიუკი, პარეხა, სუჩი, მაკაევი - იბსონი, შეშუკოვი - მაკგიდი, არი (85. ანანიძე), კომბაროვი - ველიტონი.
ჩელსი (4-3-3): ჩეხი - ფერეირა, ივანოვიჩი, ტერი, ე. კოული (87. ვან აანჰოლტი) - ესიენი, მიკელი, ჟირკოვი - კალუ (74. მაკიჩრენი), ანელკა, მალუდა (82. კაკუტა).
გოლები: 0:1 ჟირკოვი (23), 0:2 ანელკა (43)
არბიტრი: ვ. კარბალიო (ესპანეთი)
სტატისტიკა
მატჩი დაიწყო: ჩელსი
პირველი კუთხური: ჩელსი
პირველი ჯარიმა: ჩელსი
პირველი გაფრთხილება: სპარტაკი
16 (10) დარტყმა 13 (3)
12 ჯარიმა 15
11 კუთხური 5
1 გაფრთხილება 1
50% ბურთის ფლობა 50%

მარსელი-ჟილინა 1:0 [ნახე გოლები]
მარსელი (4-3-3): მანდანდა - ასპილიკუეტა, დიავარა, ჰაინცე, ტაივო - გონსალესი (75. აბრიელი), მბია, აეუ - ვალბუენა, ჟინიაკი (93. სისე), ბრანდაო (66. რემი).
ჟილინა (4-4-2): დუბრავკა - ანგელოვიჩი, პიაჩეკი, შურეკი, ლეიტნერი - იეჟი, გულდანი, ზოშაკი (79. ვლადავიჩი), გერგელი (63. რილკე) - მაიტანი (68. ორავეცი), სესეი.
გოლი: 1:0 დიავარა (48)
არბიტრი: ი. ვადი (უნგრეთი)
სტატისტიკა
მატჩი დაიწყო: მარსელი
პირველი კუთხური: მარსელი
პირველი ჯარიმა: მარსელი
პირველი გაფრთხილება: მარსელი
18 (6) დარტყმა 7 (1)
13 ჯარიმა 23
13 კუთხური 10
4 გაფრთხილება 1
61% ბურთის ფლობა 39%

 თ მ ფ წ ბ ქ
1. ჩელსი 3 3 0 0 8-1 9
2. სპარტაკი 3 2 0 1 4-2 6
3. მარსელი 3 1 0 2 1-3 3
4. ჟილინა 3 0 0 3 1-8 0


G ჯგუფი

რეალი-მილანი 2:0 [ნახე გოლები]
რეალი (4-2-3-1): კასილიასი - არბელოა, პეპე, კარვალიო, მარსელო - ჩაბი ალონსო, ხედირა - დი მარია (87. გრანერო), იოზილი (83. ლ. დიარა), რონალდო - იგუაინი (89. ბენზემა)
მილანი (4-3-3): ამელია - ძამბროტა, ნესტა, ბონერა, ანტონინი - გატუზო (59. კ. ბოატენგი), პირლო, ზეედორფი - პატო (78. ინძაგი),
იბრაჰიმოვიჩი, რონალდინიო (72. რობინიო).
გოლები: 1:0 რონალდო (13), 2:0 იოზილი (14)
არბიტრი: პ. პროენსა (პორტუგალია)
სტატისტიკა
მატჩი დაიწყო: მილანი
პირველი კუთხური: რეალი
პირველი ჯარიმა: რეალი
პირველი გაფრთხილება: მილანი
22 (7) დარტყმა 9 (1)
12 ჯარიმა 16
8 კუთხური 6
1 გაფრთხილება 3
51% ბურთის ფლობა 49%

აიაქსი-ოსერი 2:1
აიაქსი (4-3-3): სტეკელენბურგი - ვან დერ ვილი, ოიერი, ვერტონგენი, ემანუელსონი - ენო, დე ზეუვი, ლინდგრენი - სულეიმანი (60. ოლეგერი), ელ ჰამდაუი, სუარესი.
ოსერი (4-4-2): სორინი - ენგბარი, კულიბალი, გრიხტინგი, დუდკა - კონტუტი (79. ბურჟუა), პედრეტი, ნდინგა, ბირსა - შაფნი (65. ქუერსია), ოლიეჩი.
გოლები: 1:0 დე ზეუვი (7), 2:0 სუარესი (41), 2:1 ბირსა (56)
გაძევება: ოლიეჩი (85)
არბიტრი: ო. ბენკერენშა (პორტუგალია)
სტატისტიკა
მატჩი დაიწყო: აიაქსი
პირველი კუთხური: აიაქსი
პირველი ჯარიმა: ოსერი
პირველი გაფრთხილება: ოსერი
10 (3) დარტყმა 8 (3)
11 ჯარიმა 18
3 კუთხური 4
1 გაფრთხილება 6
57% ბურთის ფლობა 43%

 თ მ ფ წ ბ ქ
1. რეალი 3 3 0 0 5-0 9
2. მილანი 3 1 1 1 3-3 4
3. აიაქსი 3 1 1 1 3-4 4
4. ოსერი 3 0 0 3 1-5 0



H ჯგუფი

არსენალი-შახტარი 5:1 [ნახე გოლები]
არსენალი (4-2-3-1): ფაბიანსკი - ებუე, სკილაჩი, ჯორუ, კლიში - სონგი, უილშირი - როსიცკი, ფაბრეგასი (64. დენილსონი), ნასრი (72. არშავინი) - შამახი (72. უოლკოტი).
შახტარი (4-2-3-1): პიატოვი - სრნა, კუჩერი, რაკიცკი, რაცი - გაი (68. ჟადსონი), ჰუბშმანი - მხითარიანი, ტეიშეირა, ვილიანი (46. დუგლასი) - ადრიანო (64. ედუარდო).
გოლები: 1:0 სონგი (19), 2:0 ნასრი (42), 3:0 ფაბრეგასი (60-პენ), 4:0 უილშირი (66), 5:0 შამახი (69), 5:1 ედუარდო (82)
არბიტრი: ო. მოენი (ნორვეგია)
სტატისტიკა
მატჩი დაიწყო: არსენალი
პირველი კუთხური: არსენალი
პირველი ჯარიმა: არსენალი
პირველი გაფრთხილება: შახტარი
11 (7) დარტყმა 9 (2)
18 ჯარიმა 15
2 კუთხური 3
0 გაფრთხილება 2
51% ბურთის ფლობა 49%

ბრაგა-პარტიზანი 2:0
ბრაგა (4-4-2): ფელიპე - სილვიო, მოიზესი, პაულაო, ელდერსონი - ალანი, ვანდინიო, მადრიდი (73. აგიარი), პ. სეზარი (69. ლეანდრო) - ლიმა (87. მოსორო), მატეუში.
პარტიზანი (4-4-2): სტოიკოვიჩი - მილიკოვიჩი, სავიჩი, კრსტაიჩი, ლაზევსკი - ტომიჩი (89. ბაბოვიჩი), მორეირა (46. მედო), სმილიანიჩი, ს. ილიჩი - შჩეპოვიჩი (55. ბოია), კლეო.
გოლები: 1:0 ლიმა (36), 2:0 მატეუში (90)
არბიტრი: ლ. დუმელი (საფრანგეთი)
სტატისტიკა
მატჩი დაიწყო: ბრაგა
პირველი კუთხური: ბრაგა
პირველი ჯარიმა: პარტიზანი
პირველი გაფრთხილება: პარტიზანი
10 (5) დარტყმა 13 (5)
18 ჯარიმა 19
4 კუთხური 4
2 გაფრთხილება 1
47% ბურთის ფლობა 53%

 თ მ ფ წ ბ ქ
1. არსენალი 3 3 0 0 14-2 9
2. შახტარი 3 2 0 1 5-5 6
3. ბრაგა 3 1 0 2 2-9 3
4. პარტიზანი 3 0 0 3 1-6 0


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული