ჟოზე მოურინო: დავრწმუნდი, რომ ჩემს ფეხბურთელებს თავიანთ ენაზე ვესაუბრები

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მატჩში "მილანის" 2-0 დამარცხების შემდეგ ჟოზე მოურინიომ განცხადა, რომ მისმა ფეხბურთელებმა კარგად ითამაშეს და ტაქტიკურადაც გამართული ფეხბურთი აჩვენეს. მოურინიოს სურს, რომ "მილანთან" საპასუხო მატჩში "რეალმა" ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდოს.

"ფეხბურთელებმა კოლოსალური სამუშაო გასწიეს და ამავე დროს ტაქტიკურ გეგმაშიც სწორად ირჯებოდნენ, - ციტირებს მოურინიოს უეფას ოფიციალური საიტი. - კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ მათ თავიანთ ენაზე ვესაუბრები. მინდა ჩვენს გულშემატკივრებს მივულოცო ეს ლამაზი გამარჯვება. "სანტიაგო ბერნაუბეუზე" იკრიბება პუბლიკა, რომელმაც იცის ფეხბურთის ავანჩავანი. იცის, როდის იხარჯება გუნდი ბოლომდე და როდის იმსახურებს ოვაციებს. ვფიქრობ,  10-11
ქულა ჯგუფიდან გასასვლელად საკმარისი იქნება, მაგრამ  ჩემი სურვილია, ჯგუფური ეტაპი  პირველ ადგილზე დავასრულოთ. ვიმედოვნებ, რომ "მილანთან" საპასუხო მატჩის შემდეგ პირველ ადგილი გარანტირებული გვექნება".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული