ორივე გუნდს 2 ტურის შემდეგ ოთხ-ოთხი ქულა აქვს, "ინტერი" მხოლოდ ბურთების უკეთესი სხვაობით ლიდერობს. სხვას არავის ეყოლება ისე კარგად შესწავლილი "ტოტენჰემი", როგორც ბენიტესს, მას ხომ პრემიერლიგაში 13 ჯერ მოუხდა ლონდონელებთან დაპირისპირება. თუმცა ბენიტესის "ლივერპულის" "ტოტენჰემთან" დაპირისპირებების უმრავლესობას რედნაპი "საუთჰემპტონის" და "პორტსმუტის" მწვრთნელის პოსტიდან ადევნებდა თვალს. ამჟამინდელი "ტოტენჰემი" რედნაპის სამწვრთნელო კარიერაში საუკეთესო კლუბია და ბენიტესმა იცის, რომ ნერაძურის მასთთან იოლი გასეირნება არ ელის.
"რთულ მატჩს ველოდები
"ინტერს" არ ეყოლება წინა სეზონის გმირი დიეგო მილიტო, თუმცა სამუელ ეტოო მწყობრშია და გუნდის მთავარ დამრტყმელ ძალას წარმოადგენს.
ჰარი რედნაპი თვლის, რომ "ტოტენჰემს" შეუძლია იტალიელებს პრობლემები შეუქმნას: '"ჩვენ გვყავს შემტევი ფეხბურთელები, რომლებიც ეცდებიან "ინტერთან" საგოლე მომენტები შექმნან და გაიტანონ".
"ტოტენჰემმა" კარის მშრალად შენახვას, ლიგის წინა გასვლით მატჩებთან შედარებით, მეტი ყურადრება უნდა დაუთმოს. მათ სტუმრად ”ბაზელთან” 3-2 წააგეს, ”ვერდერთან” კი ფრედ - 2-2 ითამაშეს.
”ინტერს” უკანასკნელ წლებში ინგლისურ კლუბებთან საერთო ჯამში არცთუ კარგი შედეგი აქვს, თუმცა გასულ წელს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ”ჩელსის” ორივე მატჩი მოუგო.