კასილასმა ოლივერ კანის რეკორდი დაამხო

AutoSharing Option
მადრიდის რეალის მეკარემ იკერ კასილასმა,  ჩემპიონთა ლიგაში  ჩატარებული მატჩებით გოლკიპერთა რეკორდი დაამხო, რომელიც აქამდე ოლივერ კანს ეკუთვნოდა. 19 ოქტომბრის საღამოს კასილასმა ლიგაში 104-ე მატჩი ჩაატარა და ”რეალს” მილანის 2:0 დამარცხებაში დაეხმარა.

კანმა საფეხბურთო კარიერა 2008 წელს დაასრულა. მან  ჩემპიონთა ლიგის 103 მატჩიდან უკლებლივ ყველა ”ბაიერნის” მაისურით ჩაატარა. 2001 ერთ წელს გერმანული კლუბის შემადგენლობაში კანი ამ ტურნირის გამარჯვებულიც გახდა. 29 წლის კასილასი მთელი კარიერის განმავლობაში "რეალში" თამაშობს, ლიგა კი 2000 და 2002 წლებში მოიგო.

ფეხბურთელების საერთო სიაში, რომლებმაც ჩემპიონთა ლიგაში დიდ რაოდენობის მატჩები გამართეს, კასილასს მეათე

ადგილი უჭირავს. უკვე 3 ნოემბერს გასვლით მატჩში ”მილანთან” მას შეუძია 105 თამაშით მეცხრე ადგილზე მყოფ დევიდ ბექჰემს დაეწიოს. ჩემპიონთა ლიგაში ყველაზე მეტი, 132 მატჩი ”რეალის” ყოფილ კაპიტან რაულს აქვს გამართული, რომელიც გასულ ზაფხულს გერმანულ ”შალკეში” გადავიდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული