კარლო ანჩელოტი: მოედანზე ტაქტიკურ ბრძოლას ვიხილავთ

AutoSharing Option
პსჟ-ის მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/8-ფინალური მატჩის მოლოდინზე ისაუბრა, რომელსაც ფრანგული კლუბი სტუმრად "ვალენსიასთან" გამართავს.

იტალიელი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ამ დაპირისპირებაში გულშემატკივარი მოედანზე ხისტ და უშეღავათო ორთაბრძოლებს ნაკლებად იხილავს.

"არ ვფიქრობ, რომ მთლიანად ჩემპიონთა ლიგის ფავორიტთა შორის ვართ და მეოთხედფინალში გამსვლელის საკითხი ღიაა.

"ვალენსია" - ძალიან ორგანიზ
ებული გუნდია, რომელიც კარგ ფორმაშია. ვფიქრობ, ძალიან ხისტი არ იქნება და უფრო ტაქტიკური ბრძოლის მომსწრენი გავხდებით.

ჩვენთვის ეს მატჩი კარგი ტესტი იქნება. ამასთან, მგონია, ბურთის დაუფლებას შევძლებთ და რაც მთავარია, მთლიანობაში
მაღალი კლასის შეხვედრას ჩავატარებთ",
- თქვა ანჩელოტიმ.

ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალის წინ: გაანგრევს იბრა ვალენსიურ ბეტონს?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული