ლუის ფერნანდესი: "ვალენსია" VS პსჟ - შანსები 50/50-ზეა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში "ვალენსია" მშობლიურ "მესტალიაზე" "პარი სენ-ჟერმენს" დაუპირისპირდება.

მატჩის წინ ბევრმა სპეციალისტმა გამოთქვა თავისი აზრი. მათ შორისაა ფრანგი მწვრთნელი ლუის ფერნანდესი, რომელიც პსჟ-ის ყოფილი თავკაცია და ესპანეთშიც უმუშავია.

"ვალენსიას" ხარისხიანი ფეხბურთის თამაში შეუძლია. "პარი სენ ჟერმენი" უნდა ეცადოს, შუა ხაზში ჩაიგდოს უპირატესობა, მაგრამ ეს ძალიან ძნელი იქნება, რადგან "ვალენსიას" ნახევარმცველები: ტინო კოსტა, სოფიან ფეგული და ევერ ბანეგა ძალიან ტექნიკურები არიან. ვფიქრობ, მარკო ვერატის და ბლეზ მატუიდის დიდი ბრძოლა ელით. "ვალენსიას" უყვარს ბურთი და სწრაფი შეტევები. მე ამ
ორი კლუბის შანსებს მეოთხედფინალში გასვლაზე 50/50-ზე ვაფასებ"
, - განაცხადა ლუის ფერნანდესმა.

ასევე იხილეთ:
კარლო ანჩელოტი: მოედანზე ტაქტიკურ ბრძოლას ვიხილავთ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული