გრემ პოლი: მოურინიო და ფერგიუსონი რეფერის კოშმარულ საღამოს მოუწყობენ

AutoSharing Option
"რეალისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" მატჩის წინ დიდი ყურადღება ეთმობა გუნდის თავკაცების, ჟოზე მოურინიოსა და სერ ალექს ფერგიუსონის მომავალ დუელს.

სხვათა შორის, ორივე მწვრთნელს ახასიათებს ხშირი ვერბალური თავდასხმა მსაჯებზე.

აი, რას ამბობს უეფას მსაჯთა კომიტეტის ყოფილი შეფი ფოლკერ როტი: "მოურინიო არის ფეხბურთის მტერი. თქვენ ნახავთ, რატომაც. იმის მიუხედავად, რომ მოედანზე ვარსკვლავთცვენა იქნება, კამერების დიდი ნაწილი ტექნიკურ არეალზე იქნება მიმართული".

მატჩის რეფერი გერმანელი ფელიქს ბრიხია. მას და მეოთხე არბიტრს დიდი ჯაფა დაადგებათ "განსაკუთრებულის" და ფერგის შესაჩერებლად.

ყოფილი მსაჯი გრემ პოლი ახლა "დეილი
მეილისთვის" წერს სტატიებს. სწორედ მან დაწერა, რომ "სერ ალექსი და ჟოზე მოურინიო მსაჯს კოშმარულ საღამოს მოუწყობენ".

ასევე იხილეთ:
რეალი VS მანჩესტერ იუნაიტედი - ჯახი, რომელსაც მსოფლიო ელოდა!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული