არსენ ვენგერი: მიუნხენის "ბაიერნთან" ხასიათი უნდა გამოვავლინოთ

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" მთავარ მწვრთნელს არსენ ვენგერს იმედი აქვს, რომ ინგლისის თასზე "ბლექბერნთან" (0:1) მარცხის შემდეგ, მისი გუნდი რეაბილიტაციას ჩემპიონთა ლიგაზე მიუნხენის "ბაიერნთან" შეძლებს.

"მომდევნო მატჩისთვის უნდა მოვემზადოთ. კარგი შანსი გვაქვს, რომ ხასიათი გამომავლინოთ და დავამტკიცოთ, რომ მამაკაცები ვართ და ბრძოლა შეგვიძლია.

საკუთარი თავის მიმართ სიბრალულს არ უნდა ვგრძნობდეთ. 19 თებერვალს მნისვნელოვანი მატჩი გველის და "ბელქბერნთან" მარცხის შემდეგ საკადრისი პასუხი უნდა გავცეთ ყველას. მეც უკმაყოფილო ვარ, მაგრამ სეზონი არ დასრულებულა",
- თქვა ვენგერმა,

მომზადებულია Daily Telegraph-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული