ჟოზე მოურინიოსა და სერხიო რამოსს შორის ისევ შავმა კატამ გაირბინა

AutoSharing Option
მეორე დღეა, "რეალიდან" ყურადღების ცენტრში სერხიო რამოსია, რომელმაც ბოლო ტურის მატჩში "რაიო ვალეკანოს" წინააღმდეგ ჯერ ბრწყინვალე გოლი გაიტანა, შემდეგ კი ორი ყვითელი ბარათი მიიღო.

ჟოზე მოურინიოს სერხიო რამოსთან რთული ურთიერთობა აქვს. ბოლო დროს რამოსი საჯაროდ მხარს უჭერდა პორტუგალიელს, მაგრამ ეს ზავი ისევ დაირღვა, მიზეზი კი "რაიო ვალეკანოსთან" თამაში სულაც არ არის.

"მანჩესტერ იუნაიტედთან" 1:1 დასრულებულ მატჩში რამოსის კისერზეა დენი უელბეკის გოლი - ესპანელმა მცველმა ვერ მოასწრო ფორვარდთან საჰაერო დუელში შესვლა და ახალგაზრდა ინგლისელმაც თითქმის ხელისშეუშლელად გადაგზავნა ბურთი დიეგო ლოპესის კარში.

შეცდომა თავად სერხიო რამოსმაც აღიარა, მაგრამ ის გააღიზიანა ჟოზეს უკმაყოფილებამ და საჯარო გამონათქვამებმა ამ ეპიზოდთან დაკავშირებით: "თითოეული ადამიანი თავისუფალია საკუთარი აზრის გამოთქმაში, მაგრამ მე ჩემი სტილი მაქვს, რომელიც ჩამოყალიბებულია ჩემი აღზრდით - არასოდეს დავაბრალო სხვას არაფერი. ყველაზე მეტად ეს ეხება თანაგუნდელებს და გუნდურ პრინციპებს. "რეალი" ახლა ერთ მუშტად უნდა იყოს შეკრული", - განაცხადა რამოსმა, რომელმაც ირიბად მიანიშნა, რომ ჟოზე მოურინიოს აღზრდა აკლიაო.

Sportall.Ge

გოლის ეპიზოდი

ასევე იხილეთ:
სერხიო რამოსი: მინდა, ჟოზე მოურინიო "რეალში" დარჩეს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული