კარლეს პუიოლი: "მილანის" ფანი ვარ, ოღონდ არა ამ თამაშში

AutoSharing Option
20 თებერვალს "სან სიროზე" "მილანი" ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში "ბარსელონას" უმასპინძლებს.

"ბარსელონას" კაპიტანი კარლეს პუიოლი "როსონერის" სიყვარულში გამოუტყდა და იქვე აღნიშნა, რომ "ბარსას" უპირობო ფავორიტად შერაცხვა არასწორია:

"ძალიან სახიფათოა ამ შემთხვევაში ფავორიტობა, რადგან ჩვენ დიდებულ კლუბს ვეთამაშებით. თუმცა ერთია - ბიჭებმა კარგად იციან, რომ ძალიან რთულ მეტოქეს ეთამაშებიან და მოშვების შემთხვევაში, პრობლემები შეექმნებათ მოედანზე.

"მილანში" საკადრო რევოლუციაა, ბევრი კარგი ფეხბურთელი წავიდა და ახლები მივიდნენ, რომლებიც თვალსა და ხელს შუა იზრდებიან. ახლა "მილანი" კარგ ფორმაშია. ელ შაარავი, პაცინი, ბოიანი -
მაგარი ბიჭები არიან. ამიტომაც ირიცხებიან "მილანში".

მე მიყვარს "მილანი", ის ჩემი მეორე გუნდია, ყოველთვის მათ ვგულშემატკივრობ. რა თქმა უნდა, ჩვენს წინააღმდეგ თამაში გამონაკლისი იქნება. თუკი ოდესმე "ბარსადან"  სადმე
წასვლაზე დავთანხმდებოდი, ეს გუნდი "მილანი" იქნებოდა, მაგრამ ახლა "დავბერდი" და კარიერის დასრულება "ბარსელონაში" მინდა".

ასევე იხილეთ:
მილანი VS ბარსელონა - ფავორიტი ცხადია, მაგრამ ბურთი ხომ მრგვალია?!
"ბარსელონამ" "სან სიროზე" ივარჯიშა
მკითხველის კომენტარები / 1 /
აუ მაგარი კაცი ძაან
EL 92
17:33 20-02-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული