ტიტო ვილანოვა იმ შემთხვევაში დაბრუნდება, თუ "ბარსელონა" "მილანის" ბარიერს გადალახავს

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ტიტო ვილანოვამ, რომელიც ამჟამად ონკოლოგიური ოპერაციის შემდეგ სარეაბილიტაციო კურსს ნიუ იორკში გადის, კლუბში დაბრუნების შესახებ ისაუბრა.

43 წლის სპეციალისტმა ფეხბურთელებს უთხრა, რომ ის სამუშაოს აპრილში იმ შემთხვევაში დაუბრუნდება, თუ "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპს გადალახავს. ამის შესახებ ცნობა Barcastaff-მა გაავრცელა Sport.es-ზე დაყრდნობით.

შეგახსენებთ, რომ მერვედფინალის პირველ მატჩში "ბარსელონა" "სან-სიროზე" ანგარიშით 0:2 დამარცხდა. საპასუხო შეხვედრა 12 მარტს გაიმართება.

ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს "ბარსელონას" პრეზიდენტი სანდრო როსელი ნიუ იორკში გაემგზავრა იმის გასარკვევად, შეძლებდა თუ არა ვილანოვა გუნდში დაბრუნებას "მილანთან"
მატჩისთვის.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული