ნათქვამია, ერთ მდინარეში ორჯერ არ შედიანო, მაგრამ ეს
ჟოზე მოურინიოს არ ეხება. არ გეგონოთ, პორტუგალიელის "ჩელსიში" შესაძლო დაბრუნებაზე გვინდა დავწეროთ - არა, "გალათასარაისთან" მატჩს გვინდა მივუბრუნდეთ, რომელშიც, ბევრის აზრით, მადრიდის "რეალის" ორმა ფეხბურთელმა განზრახ მიიღო ყვითელი ბარათი.
მცველი
სერხიო რამოსი და ნახევარმცველი
ჩაბი ალონსო "გალათასარაისთან" მატჩში მსაჯმა გააფრთხილა. ორივესთვის ეს მესამე გაფრთხილება იყო და ისინი სტამბულურ მატჩს გამოტოვებენ.
გაჩნდა ეჭვი, რომ ორივემ გაფრთხილება განზრახ მიიღო და არც უეფა აპირებს ამ საკითხის ასე დატოვებას, გამოძიება გაიმართება.
ასეთი რამ 2010 ნოემბერში უკვე
მოხდა, როცა "რეალი" "აიაქსს" ეთამაშებოდა. ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა მატჩში რამოსმა და ალონსომ მეორე ყვითელი ბარათები სპეციალურად მიიღეს, რომ "ოსერთან" თამაში გამოეტოვებინათ და პლეი ოფში "სუფთა ისტორიით" გაეღწიათ. ეს ეშმაკობა მოურინიოს არ გამოუვიდა, უეფამ დისკვალიფიკაცია მისცა ფეხბურთელებს. პორტუგალიელმა კი, როგორც ჩანს, ჭკუა ვერ ისწავლა.
ასევე იხილეთ:
რეალი-გალათასარაი 3:0 - "სამეფო კლუბმა" "ლომები" მოათვინიერა [VIDEO]
P.S. Hala Madrid, Hala Joze