იუპ ჰაინკესი: ვნახოთ, ვართ თუ არა "რეალისა" და "ბარსელონას" დონეზე

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმა ტურინის "იუვენტუსთან" (2:0) ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის საპასუხო მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"ფეხბურთელებს გაუჭირდათ
კონცენტრაცია, მას შემდეგ, რაც 4 დღის წინ ბუნდესლიგა მოიგეს. პირველი 20 წუთი ეს ჩვენს თამაშზე აისახა. ხშირად ვკარგავდით ბურთს ჩვეულებრივ სიტუაციებში და შემტევი ფეხბურთი ვერ ვაჩვენეთ

თუმცა ნელ-ნელა თამაში დავალაგეთ. მეორე ნახევარში ნამდვილად უკეთ ვითამაშეთ და საბოლოოდ გამარჯვებაც დავიმსახურეთ.

შესვენებაზე რამდენიმე ტაქტიკური მომენტი განვიხილეთ, რაც მეორე ტაიმში დაგვეხმარა. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ბევრი გვაქეს. ეს სასია
მოვნოა, მაგრამ მოედანზე ეს უნდა დავივიწყოთ.

დიახ, კარგ სეზონს ვატარებთ. ბუნდესლიგა მოვიგეთ, მაგრამ სხვა მიზნებიც გვაქვს. ვნახოთ, ვართ თუ არა "რეალისა" და "ბარსელონას" დონეზე.

დანიელ ვან ბიუტენს მხედველობასთან დაკავშირებით პრობლემები გაუჩნდა. ამიტომ ის შევცვალეთ.

მნიშვნელოვანი იყო, პირველ ტაიმში არ გაგვეშვა გოლი, ხოლო მეორე ტაიმში ვდომი
ნირებდით", - თქვა ჰაინკესმა.

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:
იუვენტუსი-ბაიერნი 0:2 - გერმანული მარშით ნახევარფინალში [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული