ზლატან იბრაჰიმოვიჩი: პსჟ-მა ევროპაში პატივისცემა დაიმსახურა

AutoSharing Option
პსჟ-ის ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა "ბარსელონასთან" (1:1) ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის საპასუხო მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"ეს იყო ფანტასტიკური მატჩი. საკუთარი თავით ვამაყობთ. პსჟ-მა ანახა ყველას, რომ შეუძლია მსოფლიოში საუკეთესო კლუბს კონკურენცია გაუწიოს.

არ ვიმსახურებდით ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნას, რადგან ორი დიდი მატჩი ჩავატარეთ. ხალხი "კამპ ნოუზე" დიდი ანგარიშით მარცხს გვიწინასწარმეტყველებდა, თუმცა დაფიქსირებული შედეგი ნამდვილად კარგია.

იმედია, ჩემპიონთა ლიგაში უფრო ძლიერები დავბრუნდებით. გუნდი ძალიან გაძლიერდა. პსჟ-მა ევროპაში პატივისცემა დაიმსახურა.

დავამტკიცეთ, რომ ჩვენი კლუბი რაღაც სასაცილო პროექტი არაა. იმედი გვაქვს, უახლოეს მომავალში ტიტულს მოვიგებთ",
- თქვა შვედმა.

მომზადებულია L’Equipe-ს მიხედვით

ასევე იხილეთ:
ბარსელონა-პსჟ 1:1 - ერთხელაც ვერ მოუგო, მაგრამ გავიდა! [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული