შეგახსენებთ, რომ მადრიდის "რეალი" ნახევარფინალის პირველ მატჩს დორტმუნდში "ბორუსიას" წინააღმდეგ გამართავს.
"ნახევარფინალისტებს შორის მოხვედრა ჩვენთვის დიდი სიხარული და პატივია. ძალიან დიდ პატივს ვცემთ დორტმუნდის "ბორუსიას". ჯგუფურ ეტაპზე მათ ორჯერ ვეთამაშეთ და ერთხელაც ვერ მოვუგეთ.
იმედია, ახლა სხვანაირად წარიმართება საქმე, რადგან ფინალში გასვლა გვინდა", - თქვა "რეალის" წარმომადგენელმა.
აქვე გეტყვით, რომ პირველი მატჩი 24 აპრილს გაიმართება, ხოლო 30 აპრილს საპასუხო შეხვედრა ჩატარდება.
მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით
ასევე იხილეთ: