შეგახსენებთ, რომ მესიმ ტრავმა ლიგის მეოთხედფინალში, პარიზში მიიღო - მუხლის ხრტილი დაიზიანა. მართალია, ლეომ პსჟ-სთან საპასუხო მატჩის მეორე ტაიმი ითამაშა, მაგრამ მას ექიმებმა "სარაგოსასთან" თამაში აუკრძალეს. არგენტინელი ჯანზეა, თუმცა ლა ლიგის მომავალი ტურის მატჩი "ლევანტეს" წინააღმდეგ შეიძლება მაინც გამოტოვოს.
ასევე, მწვანე შუქი აუნთეს გუნდის კაპიტან კარლეს პუიოლს - მიუნხენში ვეტერანი მცველიც ითამაშებს.
ასევე იხილეთ:
ლიონელ მესი - "უბედურ ვარსკვლავზე" დაბადებული